(ACCnews) ისრაელი დათანხმდა უკრაინას გადასცეს საკუთარი შეიარაღება მოკავშირე ქვეყნების გავლით. ინფორმაციას ადგილობრივი მედია Haaretz საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემა დასავლურ დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით ამბობს, რომ იერუსალიმში მაღალი პოლიტიკური და უსაფრთხოების ეშელონები შეთანხმდნენ მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციამ მოსთხოვა ისრაელს გაეფართოებინა დახმარება უკრაინისთვის, და არ შემოფარგლულიყო მხოლოდ ჰუმანიტარულით.
“სტრატეგიული მასალები” უკრაინას ნატო-ს წევრი ქვეყნების, მათ შორის ბრიტანეთის, გავლით გადაეცემა. მედია ამბობს, რომ უკრაინას მიაწვდიან ცეცხლსაწინააღმდეგო და ელექტრო-ოპტიკურ სისტემებს.
ევროპელი წყაროები ამბობენ, რომ ამერიკელებმა ისრაელს უკრაინისთვის საზენიტო ბატარეების მიწოდება სთხოვეს, თუმცა, ორ მთავრობას შორის მოლაპარაკებების შემდეგ, გადაწყდა სტრატეგიული მასალების დაფინანსება.
გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ ისრაელმა სთხოვა ყველა მხარეს, რომლებიც მონაწილეობდნენ სტრატეგიულ მასალებთან დაკავშირებით გარიგებაში, არ გაემჟღავნებინათ ეს საჯაროდ, რათა პუტინი არ გაეღიზიანებინათ.