Saturday, September 23, 2023

ირლანდიის სენატი მოუწოდებს ევროკავშირს, საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭოს

მთავარი

(ACCnews) 2022 წლის 14 ივნისს, ირლანდიის სენატმა მიიღო საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია, რომლითაც იგი მოუწოდებს ევროკავშირს, მიანიჭოს საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყებსი ცნობით, დოკუმენტის ავტორები აღნიშნავენ, რომ კანდიდატის სტატუსის მინიჭება ხელს შეუწყობს საქართველოს, მეტად დაუახლოვდეს ევროკავშირს და წარმატებით განაგრძოს რეფორმების განხორციელება.

როგორც რეზოლუციაშია აღნიშნული, ის პროგრესი, რომელსაც საქართველომ მიაღწია ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე, გეოპოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ასოცირებული ტრიოს წევრი ქვეყნების მიმართ იყოს ერთიანი მიდგომა.

მეტი:   "ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მეტისმეტად ოპტიმისტი ნუ იქნებით" - ავსტრიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში

„სენატი მხარს უჭერს, ევროკავშირის გაფართოებას ევროპული ნორმებისა და ღირებულებების მქონე იმ ქვეყნების გაწევრიანებით, რომლებიც პირნათლად ასრულებენ ევროკავშირის წინაშე ნაკისრ ვალდებულებებს და აგრძელებენ ძალისხმევას ევროინტეგრაციის გზაზე. ის ასევე მიესალმება საქართველოს მთავრობის მიერ თვითშეფასების კითხვარის უმოკლეს ვადებში შევსებას და ბრიუსელისთვის გადაცემას.

რეზოლუციაში აღნიშნულია ის პროგრესი, რომელსაც საქართველომ მიაღწია ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე და ხაზგასმულია, რომ გეოპოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ასოცირებული ტრიოს წევრი ქვეყნების მიმართ იყოს ერთიანი მიდგომა. ვინაიდან, რომელიმე ამ ქვეყნის პროცესის გარეთ დატოვებას ექნება დამანგრეველი ეფექტი საზოგადოების პროევროპულ განწყობებზე და მისცემს „მწვანე შუქს“ რუსეთს, სხვა არაპროგნოზირებადი გამანადგურებელი ქმედებებისთვის.

მეტი:   საქართველოს პრეზიდენტი მოლდოვას რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს, ნატალია გავრილიცას შეხვდა

დოკუმენტში ყურადღება გამახვილებულია იმ ფაქტზე, რომ ათწლეულების განმავლობაში ქართველი ხალხი მტკიცედ ისწრაფოდა ევროპული ინტეგრაციისკენ, რამაც ასევე ასახვა ჰპოვა მთავრობების მიერ გატარებულ პროევროპულ პოლიტიკაში. რეზოლუციაში ჩამოთვლილია ის კონკრეტული მიმართულებები, რომელშიც წარმატებით განხორციელდა რეფორმები, მათ შორისაა: დემოკრატიის გაძლიერება, ადამიანის უფლებების დაცვა, კანონის უზენაესობა, მედიის თავისუფლება, მთავრობის გამჭვირვალობის გაძლიერება და სასამართლოს დამოუკიდებლობა. სენატი მიესალმება საქართველოს მიღწევებს ამ გზაზე და მოუწოდებს მას, გააგრძელოს საჭირო რეფორმების გატარება ევროკავშირთან შემდგომი პოლიტიკური და ეკონომიკური ინტეგრაციისთვის.

მეტი:   რაგბი თქვენი თამაშია! - ამ სიტყვებით მიულოცა აშშ-ის საელჩომ საქართველოს ნაკრებს

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დოკუმენტის ავტორები აღნიშნავენ, რომ კანდიდატის სტატუსის მინიჭება ხელს შეუწყობს საქართველოს, მეტად დაუახლოვდეს ევროკავშირს და წარმატებით განაგრძოს რეფორმების განხორციელება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“ეს არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ” – ლაშა ტუღუში “ხალხის ძალის” წარდგენილ კანონპროექტზე

(ACCnews) "ეს კანონი არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ," - განაცხადა "ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენელმა ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბარში,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img