(ACCnews) კიევში ირანული თვითმფრინავი მაღალსართულიან კორპუსს დაეჯახა, ამის შესახებ განაცხადა უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის მრჩეველმა ანტონ გერაშჩენკომ.
„დრონების დიდი ნაწილი კიევის ოლქშივე ჩამოაგდეს, თუმცა ზოგიერთმა დრონმა კიევამდე მიაღწია. მიზანი იყო კიევის ცენტრში მდებარე კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტი. ერთ-ერთი დრონი მოხვდა საცხოვრებელ სახლს. არის მნიშვნელოვანი ნგრევა. ადგილზე მუშაობენ მაშველები. მას შემდეგ, რაც ნანგრევები გაიწმინდება, მეტი ინფორმაცია გახდება ცნობილი“, – განაცხადა გერაშჩენკომ.
მინისტრის მრჩევლის თქმით, თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ასევე ირანელ ხალხს, რადგან რუსეთის ხელისუფლებას ეხმარება.