Saturday, September 23, 2023

ევროკომისიამ უკრაინას ატომურ ელექტროსადგურებთან ახლოს მცხოვრები მოსახლეობისთვის 5 მილიონი იოდის ტაბლეტი გადასცა

მთავარი

(ACCnews) ევროკომისიამ უკრაინას ატომურ ელექტროსადგურებთან ახლოს მცხოვრები მოსახლეობისთვის ხუთი მილიონი იოდის ტაბლეტი გადასცა. ინფორმაციას “უნიანი”  ჰუმანიტარული დახმარების საკითხში ევროკომისრის, იანეს ლენარჩიჩზე დაყრდნობით ავრცელებს.

„კორონავირუსის პანდემიის დროს უკვე ვისწავლეთ, რომ რეაგირება მხოლოდ კრიზისის დროს არ შეიძლება. ამიტომ, ახლა ვცდილობთ, მომავალი კრიზისების პროგნოზირებას და უნდა ითქვას, რომ ჩვენი პროგნოზი წარმატებული იყო, რადგან ომამდეც ვემზადებოდით ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული საგანგებო სიტუაციებისთვის“, – განაცხადა იანეს ლენარჩიჩმა.

მეტი:   "მზად ვართ, ვითანამშრომლოთ პოლონურ მხარესთან და წვლილი შევიტანოთ რაკეტებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებაში"- გაერო-ში უკრაინის ელჩი

ევროკომისიამ უკრაინისთვის იოდის ტაბლეტების მიწოდებას პრევენციული უსაფრთხოების ღონისძიება უწოდა.

„აბები გამოყენებული იქნება შეზღუდულ შემთხვევებში, რათა თავიდან იქნეს აცილებული ფარისებრი ჯირკვლის მიერ ჩასუნთქული ან შეყვანილი რადიოაქტიური იოდის შეწოვა“, – ნათქვამია კომისიის განცხადებაში.

მეტი:   გვიწევს ავიტანოთ ის, რაც ევროპელ ერს უკვე 80 წელია არ უნახავს"– ზელენსკი

ტაბლეტები უკრაინის მთავრობამ მოითხოვა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან მოსახლეობის დაცვის დონის ამაღლების მიზნით.

“არც ერთი ატომური ელექტროსადგური არ უნდა იქნეს გამოყენებული ომის თეატრად. მიუღებელია, რომ საფრთხე ემუქრება მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლეს. ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ირგვლივ ყველა საომარი მოქმედებები დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს”, – დასძინა ევროკომისარმა კრიზისების მართვის საკითხებში იანეს ლენარჩიჩმა.

მეტი:   გერმანია "მარშალის გეგმის" მსგავსად უკრაინას აღდგენის გეგმას სთავაზობს

ლენარჩიჩის განცხადებით, არასდროს არც ერთი ატომური სადგური არ უნდა გამოიყენებოდეს საომარ მოქმედებებში. მისი თქმით, დაუშვებელია ადამიანების სიცოცხლის საფრთხის ქვეშ დაყენება.

- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“ეს არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ” – ლაშა ტუღუში “ხალხის ძალის” წარდგენილ კანონპროექტზე

(ACCnews) "ეს კანონი არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ," - განაცხადა "ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენელმა ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბარში,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img