Monday, June 5, 2023

აშშ-ის საელჩო: “უკვე $20 მილიონ დოლარამდე ინვესტიცია განვახორციელეთ”

მთავარი
“საქართველოში კვალიფიციური კადრების არსებობისთვის აუცილებელია მრავალფეროვანი და კარგად განვითარებული პროფესიული სასწავლებლები. ამერიკის მთავრობა თითქმის ათი წელია აქტიურად მუშაობს ამ მიმართულებით და ვამაყობთ, რომ ქვეყანაში არაერთი სასწავლებლის შექმნას შევუწყეთ ხელი. უკვე $20 მილიონ დოლარამდე ინვესტიცია განვახორციელეთ და დღემდე ვეხმარებით სასწავლებლების განვითარებას”, – ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოში შეერთებული შტატების საელჩო, სოციალურ ქსელში, საკუთარ გვერდზე ავრცელებს.
საელჩოს ინფორმაციით, პარალელურად მიმდინარეობს მუშაობა სკოლის მოსწავლეებს შორის ცნობიერების ამაღლებაზე, რომ მათ იცოდნენ არსებული შესაძლებლობების შესახებ და უკეთ დაგეგმონ თავიანთი მომავალი.
“ამ საქმეში ჩვენი უახლესი პარტნიორი სამშენებლო კოლეჯი კონსტრუქტ2-ა, რომელიც დაგვეხმარება, რომ იმერეთის მასშტაბით საჯარო სკოლის მოსწავლეებს მივაწვდინოთ ხმა” – ვკითხულობთ გვერდზე.
მეტი:   პენტაგონი 1,2 მილიარდ დოლარს გამოყოფს NASAMS სისტემებისთვის უკრაინისთვის - Reuters
- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“ეს არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ” – ლაშა ტუღუში “ხალხის ძალის” წარდგენილ კანონპროექტზე

(ACCnews) "ეს კანონი არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ," - განაცხადა "ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენელმა ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბარში,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img