Wednesday, September 27, 2023

რა პოზიციებით წარდგებიან რუსეთი და უკრაინა? – მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი სტამბოლში

მთავარი

(ACCnews) სამშვიდობო მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდი სტამბოლში. რა პოზიციებით წარდგებიან რუსეთი და უკრაინა 29 მარტის მოლაპარაკებებზე სტამბოლში.

დათმობები რუსეთის მხრიდან მას შემდეგ გაჟღერდა, რაც მისი ერთთვიანი სახმელეთო შეტევა უკრაინაზე უშედეგოდ მიმდინარეობს.

მაგრამ უკრაინა და მისი დასავლელი მხარდამჭერები კვლავ სკეპტიკურად უყურებენ პუტინის განზრახვებს და წუხან, რომ რუსეთის პრეზიდენტმა შესაძლოა გამოიყენოს მოლაპარაკებები, როგორც კვამლის ფარდა თავისი ამოწურული ძალების შესავსებად და ახალი შეტევის დაგეგმვისთვის.

ბრიტანული Financial Times-ი ოთხ სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთი აღარ ითხოვს „დენაციფიკაციას“, „დემილიტარიზაციას“ და რუსული ენის სამართლებრივ დაცვას.

მეტი:   "რუსეთსა და დასავლეთს შორის ურთიერთობა კონფრონტაციის ეტაპამდეა და ჩვენ მოგვიწევს ამ პირობებში ცხოვრება"- პესკოვი

ამის ნაცვლად განიხილება კიევის უარი ნატოში გაწევრიანებაზე, ბირთვული იარაღის შექმნასა და უცხოური სამხედრო ბაზების განთავსებაზე. ამასთანავე, უკრაინის ევროკავშირში შესვლის შესაძლებლობა პრობლემად არ განიხილება.

სანაცვლოდ, უკრაინას შეუძლია მიიღოს უსაფრთხოების გარანტიები შემდეგი ქვეყნებისაგან: რუსეთი, აშშ, დიდი ბრიტანეთი, კანადა, საფრანგეთი, გერმანია, ჩინეთი, იტალია, პოლონეთი, ისრაელი და თურქეთი. რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ქვეყნები უნდა დაეხმარონ უკრაინას ქვეყნის ტერიტორიაზე თავდასხმის შემთხვევაში.

მეტი:   აშშ და დასავლეთი ცდილობენ პუტინზე ზეწოლაში ინდოეთი და ჩინეთი ჩართონ - Politico

მოლაპარაკებების ყველაზე რთული საკითხი – ტერიტორიებია, რომლებიც უკრაინამ 2014 წელს დაკარგა.

წყაროთა ცნობით, ეს საკითხი შესაძლოა გადაიდოს პუტინის და ზელენსკის პირისპირ შეხვდრამდე. ამასთანავე, უკრაინა არ არის მზად საკუთარი ტერიტორიების ცვლილების აღიარებისათვის, მაგრამ შეუძლია პირობა დადოს, რომ არ შეეცდება ნახევარკუნძულის და აღმოსავლეთ რეგიონების ძალით დაბრუნებას.

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ დღეს რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებს,  მათი პირისპირ მოლაპარაკებების დაწყებამდე შეხვდება.  როგორც თურქეთის პრეზიდენტი აცხადებს, უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტების სატელეფონო საუბრები  პოზიტიური მიმართულებით ვითარდება.

მეტი:   "უოლ სტრიტ ჯორნალი:" "ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჯო ბაიდენს სანქცირებულთა სიიდან რომან აბრამოვიჩის ამოღება სთხოვა"

უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების წევრები უკვე თურქეთში იმყოფებიან. მოსალოდნელია, რომ მათი მოლაპარაკებები დოლმაბაჰჩეს სასახლეში თბილისის დრით 11 საათზე დაიწყება.

ცნობისათვის, რუსეთის ჯარის უკრაინაში შესვლიდან უკვე 34 დღე გავიდა. ბოლო მონაცემებით ორივე მხარეს არის ათასობით მსხვერპლი. უკრაინას უკვე ჰყავს 3 მილიონზე მეტი ლტოლვილი. რუსეთს უკრაინაში შეღწევის გამო აშშ-მ, ევროკავშირის ქვეყნებმა, გაერთიანებულმა სამეფომ, იაპონიამ და ავსტრალიამ სანქციები დაუწესა

- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“ეს არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ” – ლაშა ტუღუში “ხალხის ძალის” წარდგენილ კანონპროექტზე

(ACCnews) "ეს კანონი არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ," - განაცხადა "ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენელმა ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბარში,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img