Wednesday, September 27, 2023

აშშ-ის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები უკრაინაში დასავლეთის მიერ მიწოდებული იარაღის ინსპექტირებას ახორციელებენ

მთავარი

(ACCnews) “აშშ-ის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები უკრაინაში დასავლეთის მიერ მიწოდებული იარაღის ინსპექტირებას ახორციელებენ” – ინფორმაციას სააგენტო „ესოშიეტიდ პრესი“ პენტაგონზე დაყრდნობით ავრცელებს.

ოფიციალური პირი, რომელმაც მედიასთან ანონიმურობის დაცვით ისაუბრა, არ აკონკრეტებს სად ტარდება ინსპექტირება. თუმცა აღნიშნა, რომ აშშ-ს პერსონალს არ შეუძლია ინსპექტირების ჩატარება “ფრონტის ხაზთან ახლოს”, მაგრამ თქვა, რომ ისინი მიდიან იქ, სადაც უსაფრთხოების პირობები ამის საშუალებას იძლევა.

მეტი:   დასავლეთის ძალიან დიდი შეცდომა იყო, რომ 2008 წელს საქართველოს ნატოს წევრობის სამოქმედო გეგმა არ მიეცა - ანდრიუს კუბილიუსი
მეტი:   "ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესია იყოს სტრატეგიული მარცხი" - ურსულა ფონ დერ ლაიენი

ოფიციალური პირის თქმით, ჯერჯერობით, უკრაინელი ოფიციალური პირები გამჭვირვალედ ეკიდებიან იარაღის განაწილებას და მხარს უჭერენ ინსპექტირებას.

პენტაგონის წარმომადგენლის თქმით, ეს ძალისხმევა არის გასულ კვირას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოცხადებული უფრო ფართო კამპანიის ნაწილი, რომელიც მიმართულია იმისკენ, რომ უკრაინისთვის მიწოდებული იარაღი არ აღმოჩნდეს რუსეთის ძალების, მათი მარიონეტების ან სხვა ექსტრემისტული ჯგუფების ხელში.

მეტი:   აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა ვლადიმერ პუტინის პარტნიორს, ალინა კაბაევას სანქციები დაუწესა
- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“ეს არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ” – ლაშა ტუღუში “ხალხის ძალის” წარდგენილ კანონპროექტზე

(ACCnews) "ეს კანონი არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ," - განაცხადა "ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენელმა ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბარში,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img