Saturday, September 23, 2023

“21-ე საუკუნეში რუსეთს არ აქვს არსებობის უფლება, რადგან ის არ თამაშობს წესების მიხედვით” – პოდოლიაკი

მთავარი

(ACCnews) “რუსეთს 21-ე საუკუნეში არსებობის უფლება არ აქვს, მათ არ სურთ მშვიდობა,” – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა, მიხაილ პოდოლიაკმა ვიდეომიმართვაში განაცხადა.

პოდოლიაკმა გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ხაზგასმით აღნიშნა, რომ ომის დაწყებიდან დღემდე ნათლად ჩანს, თუ ვინ უჭერს უკრაინას მხარს და ვინ რჩება პროცესებს მიღმა და აკვირდება მოვლენების განვითარებას.

მეტი:   "უკრაინამ "აზოვსტალში" მყოფ თავის მებრძოლებს უნდა უბრძანოს, ჩაბარდნენ" - ვლადიმერ პუტინი

“ომის 27-ე დღეა. სიმამაცისა და გმირობის 27-ე დღე. დღესდღეობით ნათლად ჩანს, თუ ვინ გვიჭერს მხარს და ვინ რჩება პროცესებს მიღმა და აკვირდება მოვლენების განვითარებას. სამწუხაროდ, მსოფლიომ ბოლომდე ვერ გაიაზრა, რომ ეს ომი არ არის ტერიტორიებისთვის, არც ვაჭრობისთვის და არც ნავთობის ემბარგოსთვის. ეს არის ომი ბარბაროსობის, მასობრივი მკვლელობების, არაჰუმანურობისა და ყველა იმ ამაზრზენობის წინააღმდეგ, რასაც რუსეთი იწვევს. 21-ე საუკუნეში ამ ქვეყანას არ აქვს არსებობის უფლება, რადგან ის არ თამაშობს წესების მიხედვით და არ სურს ამ სამყაროში მშვიდობა. მათ ომში სურთ ცხოვრება, თუმცა ჩვენ გავიმარჯვებთ,” – ამბობს ვიდეომიმართვაში პოდოლიაკი.

მეტი:   უკრაინელი ჯარისკაცები აგრძელებენ რუსი დამპყრობლების განადგურებას - უკრაინის გენშტაბი
- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“ეს არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ” – ლაშა ტუღუში “ხალხის ძალის” წარდგენილ კანონპროექტზე

(ACCnews) "ეს კანონი არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ," - განაცხადა "ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენელმა ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბარში,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img