(ACCnews) ევროკავშირი ემზადება რუსული ნავთობის ეტაპობრივი შეწყვეტისთვის ნახშირის იმპორტის შეწყვეტის მაგალითზე. ამის შესახებ იუწყება The New York Times (NYT) ევროპელ დიპლომატებსა და ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით.
მათი თქმით, იმპორტის ეტაპობრივი აკრძალვა გერმანიასა და სხვა ქვეყნებს ალტერნატიულ მომწოდებლებთან ხელშეკრულების დადების დროს მისცემს. მაგალითის სახით დიპლომატებმა მოიყვანეს სანქციების მეხუთე პაკეტით გათვალისწინებული რუსული ნახშირის ეტაპობრივი შეწყვეტა. ის მოქმედებას უკვე აგვისტოში დაიწყებს.
ამასთან, გამოცემა აღნიშნავს, რომ ევროკავშირისთვის ნავთობის მიწოდების თემა არ განიხილება საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურამდე, რათა არ შექმნას არეულობა მემარჯვენე კანდიდატი მარინ ლე პენისთვის. ამგვარმა საუბრებმა შესაძლოა შეურყიოს ასევე შანსები პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ხელახალი არჩევაზე.
ცნობისათვის, ადრე ვლადიმირ ზელენსკიმ კვლავ გააკრიტიკა ევროკავშირი იმის გამო, რომ მას ჯერ არ დაუწესებია ემბარგო რუსულ ენერგომატარებლებზე. ზელენსკიმ თქვა, რომ ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტს განიხილავს უკვე, მაგრამ ჯერჯერობით უცნობია, მოხდება თუ არა ნავთობი სანქციების ქვეშ. ასევე, ასობით დასავლური კომპანია არ ჩქარობს რუსეთის დატოვებას.