უკვე მრავალი წელია გამოცდილების გასაზიარებლად ამერიკელ სამართალდამცავებს ქართველ კოლეგებთან ვაკავშირებთ. ეს თანამშრომლობა თითქმის ყველა სფეროს მოიცავს, იქნება ეს პოლიციის აკადემიის, საპატრულო პოლიციის, კრიმინალური პოლიციის, სასამართლო ლაბორატორიებისა თუ კინოლოგიური ოპერატიული დანაყოფების მომზადება და პროფესიული ზრდა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოში შეერთებული შტატების საელჩო, სოციალურ ქსელში, საკუთარ გვერდზე ავრცელებს.
საელჩოს ინფორმაციით, ამ ძალისხმევაში
აშშ-ის არაერთი შტატის პოლიციაა ჩართული.
“სიხარულით გაცნობებთ, რომ მათ რიგს ოფიციალურად შეუერთდა ილინოისის შტატის პოლიცია, რომლის წარმომადგენლებმაც საქართველოს პოლიციისთვის უკვე სამი ტრენინგი ჩაატარეს. ამ თანამშრომლობის გასაღრმავებლად და სამომავლო ტრენინგების დასაგეგმად ილინოისის შტატის პოლიციის ხელმძღვანელმა, ბრენდან კელიმ საკონსულტაციო შეხვედრები სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლებთან ამ კვირაში გამართა. მოუთმენლად ველით ჩვენი პარტნიორობის გაგრძელებას”, – ვკითხულობთ გვერდზე.