Wednesday, September 27, 2023

“ვფიქრობ, რომ მოლაპარაკებების გარეშე ამ ომს ვერ დავასრულებთ” – ზელენსკი

მთავარი

(ACCnews) უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი “სიენენთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში აცხადებს, რომ მზად არის რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებები გამართოს, თუმცა აღნიშნავს, რომ მოლაპარაკებების ძალისხმევის წარუმატებლობამ შესაძლოა, მესამე მსოფლიო ომი გამოიწვიოს.

ასევე, ზელენსკი ინტერვიუში აცხადებს, რომ  ამ ეტაპისთვის უნდა გამოიყენონ ნებისმიერი ფორმატი და ნებისმიერი შანსი პუტინთან საუბრის შესაძლებლობისთვის.

მეტი:   "თქვენ არ ხართ ჩვენი მტერი!" - ჯო ბაიდენი რუსეთის მოქალქეებს მიმართავს

“მე მზად ვარ მასთან მოლაპარაკებებისთვის. მე მზად ვიყავი ბოლო ორი წლის განმავლობაში. ვფიქრობ, რომ მოლაპარაკებების გარეშე ამ ომს ვერ დავასრულებთ.

თუ კი არსებობს ამ ომის შეჩერების 1%-იანი შანსი მაინც, ვფიქრობ, რომ ეს შანსი უნდა გამოვიყენოთ. ჩვენ უნდა გავაკეთოთ ეს. მე შემიძლია, გითხრათ ამ მოლაპარაკებების შედეგების შესახებ – ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ ყოველდღიურად ვკარგავთ ადამიანებს, უდანაშაულო ადამიანებს. რუსული ძალები ჩვენს გასანადგურებად, ჩვენს მოსაკლავად მოვიდნენ. ჩვენ შეგვიძლია, ვაჩვენოთ მათ ჩვენი ხალხისა და არმიის ღირსება, რომ ჩვენ შეგვიძლია, ძლიერი დარტყმა მივაყენოთ, საპასუხო დარტყმა მივაყენოთ მათ, თუმცა სამწუხაროდ, ჩვენი ღირსება არ გადაარჩენს სიცოცხლეებს. ასე რომ, ვფიქრობ, ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ნებისმიერი ფორმატი, ნებისმიერი შანსი მოლაპარაკებების შესაძლებლობისთვის, პუტინთან საუბრის შესაძლებლობისთვის, თუმცა თუ ეს ძალისხმევა წარუმატებელი იქნება, ეს ნიშნავს, რომ ეს არის მესამე მსოფლიო ომი,” – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

მეტი:   "უკრაინაში ომი მოსკოვის გეგმის მიხედვით არ მიდის" - იენს სტოლტენბერგი
- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“ეს არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ” – ლაშა ტუღუში “ხალხის ძალის” წარდგენილ კანონპროექტზე

(ACCnews) "ეს კანონი არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ," - განაცხადა "ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენელმა ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბარში,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img