Friday, March 24, 2023

უნგრეთმა უკრაინისთვის ევროკავშირის მიერ 18 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფას ვეტო დაადო

მთავარი

(ACCnews) უნგრეთმა უკრაინისთვის ევროკავშირის მიერ 18 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფას ვეტო დაადო. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, ბრიუსელში ევროკავშირის ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრების შეხვედრაზე უნგრეთის ფინანსთა მინისტრმა მიჰალი ვარგამ დაადასტურა, რომ მისი მთავრობა უკრაინისთვის ევროკავშირის ერთობლივი სესხის გამოყოფას ეწინააღმდეგება.

მეტი:   "აშშ უკრაინის ფულითა და იარაღით მომარაგებას თუ შეწყვეტს, ომიც შეწყდება" - ვიქტორ ორბანი
მეტი:   "პეტრე პირველი რუსეთის ტერიტორიებს აბრუნებდა, როგორც ჩანს, ჩვენც გვერგო წილად ტერიტორიების დაბრუნება და განმტკიცება" - ვლადიმერ პუტინი

ბუდაპეშტმა განაცხადა, რომ კიევს ორმხრივ დახმარებას გაუწევს.

გასულ კვირას ევროკომისია გამოვიდა რეკომენდაციით, უნგრეთს 2027 წლის ბოლომდე ევროკავშირის ბიუჯეტიდან 7.5 მილიარდი ევრო დაუბლოკონ, კორუფციის რისკის გამო.  ევროკავშირს ასევე დაბლოკილი აქვს უნგრეთისთვის გათვალისწინებული 5.8 მილიარდი ევრო კოვიდპანდემიის შემდგომ ეკონომიკის აღდგენის ფონდიდან.

მეტი:   "პუტინის მიერ გამოცხადებულ ნაწილობრივ მობილიზაციას რუსეთის ეკონომიკისთვის სავალალო შედეგები მოჰყვება" - Politico
- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“ეს არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ” – ლაშა ტუღუში “ხალხის ძალის” წარდგენილ კანონპროექტზე

(ACCnews) "ეს კანონი არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ," - განაცხადა "ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენელმა ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბარში,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img