Saturday, September 23, 2023

“ნიდერლანდები მზადა, გაერო-ს მიერ მხარდაჭერილი ტრიბუნალი შექმნას, რომელიც უკრაინაში რუსეთის შეჭრას განიხილავს”- ვოპკე ჰუკსტრა

მთავარი

(ACCnews) ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრ ვოპკე ჰუკსტრას განცხადებით, ნიდერლანდები მზადაა, უკრაინაში რუსეთის შეჭრის საქმის განსახილველად ტრიბუნალი შექმნას.

მისი თქმით, ნიდერლანდები, ევროკავშირთან ერთად ეძებს საერთაშორისო მხარდაჭერას და დაფინანსებას ტრიბუნალისთვის და რომ ახალი სასამართლო არ უნდა ჩაერიოს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) მუშაობაში, რომელიც ასევე ნიდერლანდებში მდებარეობს.

მეტი:   "რუსმა ჯარისკაცებმა მარიუპოლში სცემეს უკრაინელი ჩინოვნიკები და აწამეს ისინი ელექტროშოკით" - აშშ-ს ადმინისტრაცია

სასამართლო ექსპერტები აცხადებენ, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) იურისდიქცია აგრესიის დანაშაულთან დაკავშირებით ვრცელდება მხოლოდ წევრ სახელმწიფოებზე და ასევე სახელმწიფოებზე, რომლებიც დათანხმდნენ მის იურისდიქციას, როგორიცაა უკრაინა, მაგრამ არა რუსეთზე.

მეტი:   "ადგილობრივი მმართველობა მნიშვნელოვანი ფაქტორია დემოკრატიული ინსტიტუტებისადმი ქართველების რწმენის გასაძლიერებლად": აშშ-ის საელჩო

„ნიდერლანდები მზად არის, შექმნას ახალი, გაერო-ს მიერ მხარდაჭერილი ტრიბუნალი, რომელიც განიხილავს რუსეთის შეჭრას უკრაინაში.

მზარდი კონსენსუსია იმის შესახებ, რომ ჩვენ გვჭირდება სპეციალური ტრიბუნალი აგრესიის აქტის, ომის დაწყების დანაშაულის სასამართლო განხილვისთვის. ამას სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო ვერ გააკეთებს“, – აღნიშნა ვოპკე ჰუკსტრამ.

მეტი:   ანტონ გერაშჩენკო კიევზე თავდასხმაზე პუსუხისმგებლობას რუსეთთან ერთად ირანსაც აკისრებს

შეგახსენებთ: ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა გასულ თვეში განაცხადა, რომ საჭირო იქნება ფართო საერთაშორისო მხარდაჭერით ახალი ტრიბუნალის შექმნა იმის უზრუნველსაყოფად, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრა, რომელიც არის აგრესიის დანაშაული, დაუსჯელი არ დარჩეს.

- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“ეს არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ” – ლაშა ტუღუში “ხალხის ძალის” წარდგენილ კანონპროექტზე

(ACCnews) "ეს კანონი არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ," - განაცხადა "ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენელმა ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბარში,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img