Friday, March 24, 2023

“რუსეთი დღევანდელი სახით არსებობას შეწყვეტს და აშშ ამისთვის მზად უნდა იყოს” – ბენ ჰოჯესი

მთავარი

(ACCnews) “რუსეთი დღევანდელი სახით არსებობას შეწყვეტს და აშშ ამისთვის მზად უნდა იყოს”, – ამის შესახებ ევროპაში აშშ-ის შეიარაღებული ძალების ყოფილმა სარდალმა ბენ ჰოჯესმა სოციალურ ქსელში დაწერა.

მეტი:   აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ირანის მიერ რუსეთისთვის უპილოტო თვითმფრინავების მიწოდება გაერო-ს რეზოლუციას არღვევს

„ჩემი აზრით, ამ კონფლიქტში აშშ-ის მიზანი უნდა შეიცავდეს რუსეთის დეიმპერიალიზაციას. ჩვენ ახლა ვხედავთ დღევანდელი სახით რუსეთის ფედერაციის დასასრულის დასაწყისს. ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. თავის დროზე საბჭოთა კავშირის დაშლისთვის ჩვენ მზად არ ვიყავით“ – წერს ჰოჯესი და ნატოში აშშ-ის ყოფილი ელჩის კურტ უოლკერის განცხადებას აზიარებს, რომ რუსეთის იმპერიალისტური ომები უკრაინით არ დაწყებულა, მანამდე ის საქართველოს წინააღმდეგაც განხორციელდა და „რუსეთი საქართველოში ჯერ კიდევ რჩება“.

მეტი:   USAID-ის წარმომადგენლები გურია TV-ს ესტუმრნენ
- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“ეს არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ” – ლაშა ტუღუში “ხალხის ძალის” წარდგენილ კანონპროექტზე

(ACCnews) "ეს კანონი არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ," - განაცხადა "ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენელმა ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბარში,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img