(ACCnews) “გულწრფელად ვიმედოვნებ, საქართველო სწრაფად წაიწევს წინ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, მაგრამ მხოლოდ ლოდინი არ არის საკმარისი”, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.
როგორც ელჩმა განაცხადა, “ქართველებმა უნდა შეასრულონ საშინაო დავალება”, რათა ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა დადებითი გადაწყვეტილება მიიღონ.
„როგორც იცით, საქართველომ 12 პრიორიტეტი მიიღო და მუშაობა მიმდინარეობს. ჩვენ შევაფასებთ პროგრესს, რომელიც იქნება მიღწეული. საბოლოო შეფასებას გააკეთებენ ევროკავშირის წევრი ქვეყნები და გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ დადებითი გადაწყვეტილების მიღება მოხდება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე გადასდგმელ შემდგომ ნაბიჯებთან დაკავშირებით“, – აღნიშნა ელჩმა.