Wednesday, September 27, 2023

“ის, რასაც უკრაინელები ითხოვენ, სრულად გააჩერებს უნგრეთის ეკონომიკას” – უნგრეთის პრემიერ-მინისტრი

მთავარი

(ACCnews) “უკრაინა ითხოვს რუსულ ენერგიაზე ემბარგოს დაწესებას, რაც უნგრეთის ეკონომიკის გაჩერებას ნიშნავს,” – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა უნგრულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

მეტი:   ჯო ბაიდენი: "ყველამ კარგად ვიცით, რა დევს სასწორზე"

ასევე, როგორც უნგრეთის პრემიერმა მედიასთან საუბრისას განაცხადა, ავსტრია და გერმანიაც მიიჩნევენ, რომ თუ რუსული გაზისა და ნავთობის ევროპაში მიწოდება შეწყდება, ეკონომიკა გაჩერდება.

მეტი:   ოფიციალური თბილისი, უკრაინის დაზვერვის სამსახურის განცხადებაზე განმარტებებს ითხოვს

“ბუნებრივი აირი და ნავთობი თუ არ იქნება, მაშინ უნგრეთის ეკონომიკა გაჩერდება. დაიხურება ქარხნები, იქნება მასობრივი უმუშევრობა. ის, რასაც უკრაინელები ითხოვენ, სრულად გააჩერებს უნგრეთის ეკონომიკას. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ უკრაინელების დასახმარებლად, რადგან მათ თავს დაესხნენ, მაგრამ არ შეიძლება, მოსთხოვო სხვას, თავი დაიღუპოს შენს გამო,” – განაცხადა ორბანმა.

მეტი:   რუსმა ოკუპანტებმა მარიუპოლიდან 150-მდე ბავშვი მშობლების გარეშე წაიყვანეს - უკრაინული მედია
- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“ეს არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ” – ლაშა ტუღუში “ხალხის ძალის” წარდგენილ კანონპროექტზე

(ACCnews) "ეს კანონი არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ," - განაცხადა "ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენელმა ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბარში,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img