(ACCnews) ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანიკენ ჰუიტფელდტის განცხადებით, ბუქარესტში, საქართველოს სჭირდება პარტნიორების სოლიდარობა.
როგორც მინისტრმა განაცხადა, დღევანდელი მინისტერიალის ფარგლებში განხილვის ერთ-ერთი თემა იქნება, როგორც დაიცვან რუსეთის მეზობელი ქვეყნები, მათ შორის საქართველო.
„ჩვენ დღეს ვისაუბრებთ რუსეთის მეზობელ დაუცველ ქვეყნებზე, როგორიცაა საქართველო, მოდლოვა და ასევე ბოსნია. ცოტა ხნის წინ ვიყავი საქართველოში. მათ ჩვენი სოლიდარობა სჭირდებათ. არის საჭიროება, რომ ჩვენ ნამდვილად ვიყოთ თანმიმდევრულები, რათა მათ შეძლონ საზღვრების დაცვა. მე ვფიქრობ, ეს იქნება მინისტერიალზე საერთო გზავნილი საქართველოსთვის“, – განაცხადა ანიკენ ჰუიტფელდტმა.