(
ACCnews) “ვეტერანებს საბაზისო მომზადებიდან მოყოლებული უყალიბდებათ კავშირები, რომელიც ბრძოლის ველზე ზურგს უმაგრებთ და თანამებრძოლებთან სამუდამოდ აკავშირებთ. შეერთებულ შტატებსა და საქართველოს, როგორც ახლო პარტნიორებს თავდაცვასა და უსაფრთხოებაში, ასევე გვაქვს ეს კავშირები, რომელიც უფრო უსაფრთხო და წარმატებული მსოფლიოსთვის ერთობლივი წვრთნებისა და ბრძოლის ისტორიით მოვიპოვეთ” – ამის შესახებ ინფორმაციას
აშშ-ის საელჩო საკუთარ გვერდზე ავრცელებს.
ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, რაიან ჰარისმა პატივი მიაგო ქართველ გმირებს, რომლებმაც თანამემამულეების თავისუფლებისთვის მსხვერპლი გაიღეს და დაჭრილ მებრძოლებად დაგვიბრუნდნენ. ამ გამორჩეული ვეტერანებისთვის ფიზიკური განვითარებისა და თანამებრძოლებთან ჩამოყალიბებული ახლო კავშირების გაგრძელებისთვის შეიქმნა დაჭრილ-დაშავებულ მებრძოლთა თამაშები.
“ჩვენ ვგულშემატკივრობთ მათ სპორტულ ღონისძიებებში ასპარეზობისას და პატივს მივაგებთ სამშობლოსადმი მათ წვლილს” – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.