“თბილისი მარიოტში” გამართულ პრესკონფერენციაზე, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა კარლ ჰარცელმა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე და გამოგზავნილ გაწევრიანების კითხვარზე ისაუბრა. მისითქმით, ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროცესი, რომელიც წინ წასწევს ევროინტეგრაციას.
კითხვარი შეიცავს საკმაოდ ბევრ დეტალურად გაწერილ შეკითხვას, რომლებსაც საქართველოს მთავრობამ უნდა გასცეს პასუხი. ჰარცელის ინფორმაციით, შეკითხვების მიზანია დაეხმაროს ევროკომისიას, შეაფასოს საქართველოს მზადყოფნა ევროკავშირში გაწევრიანების კრიტერიუმებით.
კარლ ჰარცელმა სამი ძირითადი კრიტერიუმი დაახელა:
მიაღწია თუ არა საქართველომ დემოკრატიული ინსტიტუციების სიმყარეს: გარანტიები დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებების, უმცირესობის უფლებების თვალსაზრისით; რამდენად მყარია საბაზრო ეკონომიკა და რამდენად თავსებადია იგი ევროკავშირის ეკონომიკებთან; შეძლებს თუ არა საქართველო ეფექტიანად აღასრულოს ევროკავშირის წევრობის ვალდებულებები – პოლიტიკური, ეკონომიკური, მონეტარული კავშირის მოთხოვნები.
როგორც ირკვევა, შემცირებულია შეკითხვების რაოდენობა წინა გაწევრიანების შემთხვევებთან შედარებით, რომ დაჩქარდეს პროცესი. შეფასებების მიხედვით, ოფიციალური მოსაზრებები უკვე გაიგზავნება ევროკავშირის წევრ ქვეყნებსა და ევროკავშირის საბჭოში, რომლებიც უკვე დაფიქრდებიან და გადაწყვეტილებას მიიღებენ შემდეგ ნაბიჯის შესახებ“, – განაცხადა ჰარცელმა.
ეს არის ისტორიული მომენტი, მაგრამ, ამავე დროს, ძალიან ბევრი გამოწვევაა. მნიშვნელოვანია, რომ ეს პერსპექტივები იყოს გამოყენებული და გადალახული იყოს გამოწვევები. ეს არის მნიშვნელოვანი მომენტი ყველა პოლიტიკური მხარისათვის, რათა გააკეთონ მაქსიმუმი, რომ იყოს ერთობა ამ მიზანთან მიმართებაში და გააკეთონ მაქსიმუმი, რაც საჭიროა რეფორმების დღის წესრიგის გააქტიურების და საქართველოს როლის გააქტიურებისთვის, მისი მზადყოფნისთვის მსოფლიოსა და ევროპაში. მოსახლეობის ასეთი დიდი რაოდენობა ემხრობა ევროპულ მისწრაფებას. ახლა ბურთი გახლავთ საქართველოს მოედანზე. ევროკავშირი მზად არის მხარდაჭერისთვის. დიდი და რთული სამუშაო იწყება“, – აცხადებს კარლ ჰარცელი.
შეგახსენებთ, მას შემდეგ რაც საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატობაზე განაცხადი შეიტანა, მთავრობამ სპეციალური კითხვარი მიიღო, რომელზეც პასუხის გაცემა მოუწევს.