Saturday, June 3, 2023

“კარგი იქნებოდა, ჩვენს დასავლელ პარტნიორებს უკრაინის პოლიტიკურ ელიტისთვის აეხსნათ, რისი ლაპარაკი შეიძლება და რისი – არა” – ანდრია გვიდიანი

მთავარი

(ACCnews) ბრიტანეთის ელჩის მიერ გუშინ გაკეთებული განცხადების შემდეგ, უკრაინის ხელისუფლების მიერ საქართველოს მიმართ გაჟღერებულ ბრალდებებს იხსენებს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი ანდრია გვიდიანი. გვიდიანი ამბობს, რომ კრიტიკის ავტორები ვერ აცნობიერებენ რა შეიძლება მათ მიერ გაკეთებულ განცხადებებს მოჰყვეს.

“ფაქტია, უკრაინაში დაბინავებული ჩვენი ზოგიერთი ე.წ. “მეგობარი” ვერ აცნობიერებს რა როლი აქვს მათ მიერ გაკეთებულ ნებისმიერ განცხადებას. მით უმეტეს, ისეთ მძიმე და უაპელაციო ბრალდებებს, რომელიც ბოლო პერიოდში გვესმის. ისიც ფაქტია, რომ ამ ბრალდებებიდან სხვათა შორის არცერთი მათგანი არ დადასტურდა,“- წერს ანალიტიკოსი და აღნიშნავს, რომ ვინაიდან განცხადებების ავტორებს შესაბამისი დასკვნების გამოტანა უჭირთ, სასურველია შეცდომებზე დასავლელმა პარტნიორებმა მიუთითონ.

მეტი:   ჰააგის სასამართლომ რუსეთის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო

„გასაგებია, რომ ამ ე.წ. “მეგობრებს” ყველაფრის გაანალიზების გონებრივი რესურსი არ აქვთ. შესაბამისად, კარგი იქნება თუ ჩვენი დასავლელი პარტნიორები უკრაინის პოლიტიკურ ელიტას აუხსნან, რისი ლაპარაკი შეიძლება და რისი – არა. აუცილებელია, უკრაინაში გადაწყვეტილების მიმღებმა პირებმა გააცნობიერონ, რომ ვიღაც წვრილფეხა ნაციონალების ხუშტურების გამო, ქვეყნებს შორის ურთიერთობის გაფუჭება არ შეიძლება. უნდა მიხვდნენ, რომ ვიღაც მაიმუნი ნაციონალების შიდაპარტიული ინტერესების გამო, ქვეყნის სახელით მეგობარი ქვეყნისადმი უმძიმესი ბრალდებების სროლა – შეცდომაა,“- წერს ანდრია გვიდიანი.

მეტი:   ზელენსკი ამბობს, რომ პუტინთან საუბარს ცდილობდა, თუმცა უშედეგოდ

ცნობისათვის, უკრაინაში მიმდინარე დაძაბული მოვლენების ფონზე, გახშირდა კრიტიკული განცხადებები საქართველოს მიმართ, უკრაინის გარკვეული მაღალჩინოსნების მხრიდან. განსაკუთრებული შეშფოთება გამოიწვია უკრაინის დაზვერვის მიერ გავრცელებულმა განცხადებამ იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო რუსეთს სანქციებისათვის თავის არიდებაში ეხმარება.

მეტი:   "საქართველომ იცის, თუ რა ფასს იხდის დღეს უკრაინა, ჩვენ ეს ფასი 1921, 1992 და 2008 წლებში გადავიხადეთ" - პრეზიდენტი

გუშინ აღნიშნულ თემაზე განცხადება გააკეთა დიდი ბრიტანეთის ელჩმა საქართველოში მარკ კლეიტონმა. კითხვაზე, აქვს თუ არა დიდი ბრიტანეთის დაზვერვას უკრაინის სადაზვერვო სამსახურის მსგავსი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოს მთავრობა რუსეთს სანქციების თავიდან აცილებაში ეხმარება, კლეიტონმა უპასუხა: – “პირდაპირ პასუხს გაგცემთ – არა, არ გვაქვს.”

- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“ეს არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ” – ლაშა ტუღუში “ხალხის ძალის” წარდგენილ კანონპროექტზე

(ACCnews) "ეს კანონი არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ," - განაცხადა "ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენელმა ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბარში,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img