(ACCnews) “სასამართლო გადაწყვეტილება ნიკა გვარამიას, იაშვილისა და დამენიას საქმეებზე ეჭვქვეშ აყენებს საქართველოს ერთგულებას კანონის უზენაესობისადმი და უფრო მეტად წარმოაჩენს საქართველოში დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი სასამართლო სისტემის არსებობის ფუნდამენტურ მნიშვნელობას”, – ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოში შეერთებული შტატების საელჩოს ოფიციალური გვერდი ავრცელებს.
საელჩო თვლის, რომ თავიდანვე ამ საქმემ წარმოშვა კითხვები დროის გარემოებასა და ბრალდებებთან დაკავშირებით. შერჩევითი გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის შემაშფოთებელი პრაქტიკა, მიმართული ამჟამინდელი მთავრობის ოპოზიციაში მყოფი პირების მიმართ, ძირს უთხრის საზოგადოების ნდობას პოლიციის, პროკურატურის, სასამართლოებისა და თვით მთავრობის მიმართ. განსაკუთრებით ამ დროს, როდესაც საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გაღრმავების უპრეცედენტო შესაძლებლობა აქვს, სისხლის სამართლებრივი დევნის პოლიტიზირებულად აღქმაც კი ზიანის მომტანია.
“აშშ-ის მტკიცე პოზიციაა, რომ ჯანსაღი დემოკრატია სასამართლო დამოუკიდებლობის უზრუნველყოფასა და მედიის თავისუფლების დაცვაზეა დამოკიდებული. სწორედ ამიტომ, მუდმივად მოვუწოდებდით მთავრობას არსებითი რეფორმების განხორციელებისკენ, ამ ფუნდამენტური დემოკრატიული პრინციპების დასაცავად.” – ვკითხულობთ განცხადებაში.
შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 16 მაისს, ტელეკომპანია “მთავარის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, მის ძველ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ში არსებული დარღვევების გამო (ბრალდების ინფორმაციით), სასამართლო დარბაზიდან 3 წლითა და 6 თვით ციხეში გაუშვეს.