Saturday, June 3, 2023

ტელეკომპანია “მთავარის” გენდირექტორ ნიკა გვარამიას 3,5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

მთავარი

(ACCnews) ტელეკომპანია “მთავარის” გენერალურ დირექტორს და მიხეილ სააკაშვილის ადვოკატს, ნიკა გვარამიას სასამართლომ 3 წლითა და 6 თვის თავისუფლებით აღკვეთა მიუსაჯა. მოსამართლის გადაწყვეტილებით მისთვის სასჯელის ათვლა დღეიდან (16 მაისიდან) დაიწყო. გვარამია სასამართლო დარბაზშივე დააკავეს.

რაც შეეხება იმავე საქმეზე ბრალდებულებს ზურაბ იაშვილსა და კახა დამენიას, მოსამართლის გადაწყვეტილებით, ზურაბ იაშვილი – გამართლდა, გაუქმდა გირაო და ქონებაზე დადებული ყადაღა. მოსამართლემ განმარტა, რომ მას უფლება აქვს მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

მეტი:   ლონდონის სასამართლომ ჯულიან ასანჟის აშშ-ში ექსტრადიციის განკარგულება გამოსცა

კახა დამენია კი, ცნობილ იქნა დამნაშავედ 220-ე მუხლით და დაეკისრა ჯარიმა 50 ათასი ლარის ოდენობით.

ცნობისთვის, გენერალურმა პროკურატურამ 2020 წლის 6 სექტემბერს, “რუსთავი 2”-ის საქმეზე ბრალი ნიკა გვარამიას, ასევე “რუსთავი 2”-ის ყოფილ ფინანსურ დირექტორს კახა დამენიასა და “ინტერ მედია პლიუსის” დირექტორს ზურაბ იაშვილს წაუყენა.

მეტი:   მიზანი, რომელიც საქართველოში აშშ-ის მისიის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება

ნიკა გვარამიას ბრალად ედება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით „რუსთავი 2“-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების გაფლანგვა, კომერციული მოსყიდვა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია. ნიკა გვარამიას ასევე ბრალი ედება სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში. გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 40 000-ლარიანი გირაო შეეფარდა, ამასთან, მას ქვეყნიდან გასვლის უფლება შეეზღუდა.

კახა დამენიას გამოძიება სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2”-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების დიდი ოდენობით მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვაში ედება, რაც ჩადენილი იქნა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით. დამენიას აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. მას ასევე, აეკრძალა სახელმწიფო საზღვრის დატოვება საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე.

მეტი:   პენტაგონში აცხადებენ, რომ რუსეთს ჯერ კიდევ შეუძლია კიევზე თავდასხმა

სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება მხარეებს ერთი თვის განმავლობაში აქვთ სააპელაციო სასამართლოში.

- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“ეს არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ” – ლაშა ტუღუში “ხალხის ძალის” წარდგენილ კანონპროექტზე

(ACCnews) "ეს კანონი არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ," - განაცხადა "ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენელმა ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბარში,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img