Saturday, September 23, 2023

ევროპარლამენტარების ნაწილი ხელისუფლებას ნიკა გვარამიას განაჩენის გადახედვისკენ მოუწოდებს

მთავარი

(ACCnews) საქართველოს მიერ ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების განხორციელების ანგარიშთან დაკავშირებით რამდენიმე ევროპარლამენტარის მიერ მომზადებული ცვლილებები სხვა საკითხებთან ერთად „მთავარი არხის” დირექტორის, ნიკა გვარამიას პატიმრობასაც ეხება.

ანგარიშში შეტანილი ცვლილებებით, ევროპარლამენტარები ხელისუფლებას „მთავარი არხის” დირექტორის, ნიკა გვარამიას განაჩენის გადახედვისკენ მოუწოდებენ.

ცვლილების ტექსტში აღნიშნულია, რომ ტელეკომპანია “მთავარის” დირექტორს, ნიკა გვარამიას ფულის გათეთრების, ქრთამის აღების და საბუთების გაყალბების საეჭვო ბრალდებით 3 წელი და ექვსი თვე აქვს მისჯილი.

მეტი:   თბილისს დღეს სომხეთის პრეზიდენტი ეწვევა

„გმობს 2022 წლის 16 მაისს დამოუკიდებელი ტელეკომპანია „მთავარის“ დირექტორის, ნიკა გვარამიას განაჩენის გამოტანას. კიდევ ერთხელ ვიმეორებთ მოწოდებას გვარამიას განაჩენის გადახედვასთან დაკავშირებით“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

ევროპარლამენტარების მიერ მომზადებულ კიდევ ერთ ცვლილებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს მედიის თავისუფლება და ჟურნალისტების უსაფრთხოება.

მეტი:   რატომ უნდა შეიქმნას ტექნიკური მთავრობა? ჩატარებულ არჩევნებს მხარი საერთაშორისო საზოგადოებამ დაუჭირა - ნაჩო სანჩესი

„სინანულს გამოხატავს კრიტიკული მედიის, „მთავარი არხის“ დირექტორის ნიკა გვარამიას, სხვა კრიტიკული მედია საშუალებების დამფუძნებლებისა და დირექტორების, კერძოდ, ტელეკომპანია „ფორმულას“ დამფუძნებლის, დავით კეზერაშვილისა და ტელეკომპანია „პირველის“, ვახტანგ წერეთლის დევნის გამო, ასევე ცილისწამებისთვის კრიტიკული მედიის წინააღმდეგ სასამართლოში საჩივრის შეტანის, როგორც დამოუკიდებელ მედიაზე პოლიტიკური ზეწოლის განხორციელების პრაქტიკის გამო და მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს მედიის თავისუფლება და ჟურნალისტების უსაფრთხოება“, – აღნიშნულია ცვლილების ტექსტში.

მეტი:   ევროპარლამენტი EU-ს მოუწოდებს, უკრაინას წევრობის კანდიდატი სახელმწიფოს სტატუსი მიანიჭოს

ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტი დღეს საქართველოს მიერ ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებულ ანგარიშს განიხილავს, რომელთან დაკავშირებითაც რამდენიმე ევროპარლამენტარმა ცვლილებები მოამზადა.

- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“ეს არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ” – ლაშა ტუღუში “ხალხის ძალის” წარდგენილ კანონპროექტზე

(ACCnews) "ეს კანონი არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ," - განაცხადა "ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენელმა ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბარში,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img