(ACCnews) “ანტონიო გუტერეშის ვიზიტის დროს კიევის ცენტრში სარაკეტო დარტყმა მოხდა,” – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი სოციალურ ქსელ “ტვიტერში” წერს.
“ანტონიო გუტერეშის ოფიციალური ვიზიტის დროს კიევის ცენტრში სარაკეტო დარტყმა მოხდა. ერთი დღით ადრე ის კრემლში იჯდა გრძელ მაგიდასთან, დღეს მის თავზე აფეთქებებია. საფოსტო ბარათია მოსკოვიდან? რატომ იკავებს კვლავ რუსეთი გაეროს უშიშროების საბჭოში ადგილს?” – წერს პოდოლიაკი.
ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ ინფორმაცია გავრცელდა, რომლის თანახმად, კიევში აფეთქების ხმა ორჯერ გაისმა.