(ACCnews) “როგორც ჩანს, დაემორჩილა რუსეთის საფრთხეებს” და არ გაგზავნა უკრაინაში ოფიციალური პირები რუსეთის მიერ გამოყენებული თვითმფრინავების შესამოწმებლად, რომლებიც გავრცელებული ინფორმაციით, ირანის მიერ იყო მიწოდებული.” – ამის შესახებ განცხადება გაეროში აშშ-ის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ რობერტ ვუდმა გააკეთა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
„ვწუხვართ, რომ გაერომ არანაირი ნაბიჯი არ გადადგა ნორმალური გამოძიების ჩასატარებლად. ჩვენ იმედგაცრუებული ვართ, რომ გაეროს გენერალური მდივანი დაემორჩილა რუსეთის მუქარას, არ შეასრულა გამოძიების ჩატარების მანდატი, რასაც მას უშიშროების საბჭო ანიჭებს“, – განაცხადა რობერტ ვუდმა.
შეგახსენებთ, გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთი უკრაინაში ირანულ დრონებს იყენებს.
დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია და უკრაინა ამტკიცებენ, რომ რუსეთისთვის ირანული უპილოტო საფრენი აპარატების მიწოდება წარმოადგენს გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ 2015 წელს მიღებული რეზოლუციის დარღვევას.
აღნიშნულ სახელმწიფოებს სურს, გაეროს გენერალურმა მდივანმა კიევში საგამოძიებო ჯგუფი გააგზავნოს.
ირანი რუსეთისთვის საბრძოლო დრონების მიწოდების ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს. თეირანში ამტკიცებენ, რომ დრონების ნაწილი მათ რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყებამდე მიაწოდა და ეს არ წარმოადგენდა გაეროს რეზოლუციის დარღვევას.