Wednesday, March 29, 2023

“ომი არ არის გამოსავალი – უკრაინელებს, რუსებს და სხვა ხალხებს მშვიდობა სჭირდებათ“– ანტონიო გუტერეში

მთავარი

(ACCnews) “ომი არ არის გამოსავალი – უკრაინელებს, რუსებს და სხვა ხალხებს მშვიდობა სჭირდებათ“– განაცხადა გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე, სადაც უკრაინისა და მისი მოკავშირეების მიერ მხარდაჭერილ რეზოლუციას განიხილავენ, რომელიც უკრაინიდან რუსეთის დაუყოვნებლივ და უპირობოდ გასვლას მოითხოვს.

მეტი:   "მზად ვართ, ვითანამშრომლოთ პოლონურ მხარესთან და წვლილი შევიტანოთ რაკეტებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებაში"- გაერო-ში უკრაინის ელჩი

როგორც გუტერეშმა განაცხადა, უკრაინაში რუსეთის შეჭრა დასავლეთის “კოლექტიური სინდისის შეურაცხყოფაა.”

“თვითკმაყოფილება მხოლოდ გააღრმავებს კრიზისს და კიდევ უფრო დააზიანებს ჩვენს საერთო პრინციპებს, რომლებიც ქარტიაშია გაცხადებული. ომი არ არის გამოსავალი. ომი არის პრობლემა. უკრაინაში ხალხი ძალიან იტანჯება. უკრაინელებს, რუსებს და სხვა ხალხებს მშვიდობა სჭირდებათ“, – აღნიშნა გუტერეშმა.

მეტი:   "რუსეთს 10 წელზე მეტი დასჭირდა, რომ პროფესიონალი არმია შეექმნა 2008 წელს საქართველოში ომის შემდეგ და 8 თვე არმიას მარცხისთვის" - კარლ ბილდტი

გუტერეშის განცხადებით, ომი აძლიერებს რეგიონულ არასტაბილურობას და აძლიერებს გლობალურ დაძაბულობასა და განხეთქილებას.

მეტი:   "კრემლს პასუხს ვაგებინებთ" - ჯოზეფ ბორელი

გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ კენჭი უნდა უყაროს რეზოლუციას, რომელიც ხაზს უსვამს „უკრაინაში ყოვლისმომცველი, სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის რაც შეიძლება მალე მიღწევის აუცილებლობას, გაერო-ს წესდების პრინციპების შესაბამისად”.

- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“ეს არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ” – ლაშა ტუღუში “ხალხის ძალის” წარდგენილ კანონპროექტზე

(ACCnews) "ეს კანონი არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ," - განაცხადა "ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენელმა ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბარში,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img