Wednesday, September 27, 2023

რაფაელ გროსი მოუწოდებს რუსეთს და უკრაინას, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ დაბომბვა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე

მთავარი

(ACCnews) “უბედური შემთხვევის უშუალო საფრთხე არ არსებობს, მაგრამ სიტუაცია ნებისმიერ მომენტში შეიძლება შეიცვალოს” IAEA-ს ხელმძღვანელი რაფაელ გროსი რუსეთს და უკრაინას მოუწოდებს  დაუყოვნებლივ შეწყვიტონ დაბომბვა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე. ამის შესახებ მან გაეროს უშიშროების საბჭოში ისაუბრა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

„ამ რთულ, ბნელ დროს, IAEA-ს მისია უნდა შეუშვან ზაპოროჟიეში რაც შეიძლება მალე“, – თქვა მან

მეტი:   "არსებობს ინფორმაცია, რომ პუტინი ურალის ბინკერში იმალება" - უკრაინის შს მინისტრის მრჩეველი

უკრაინა და დასავლეთის ქვეყნები ამბობენ, რომ რუსული ჯარები ატომური ელექტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიიდან ახორციელებენ საარტილერიო და სარაკეტო შეტევებს, თავად სადგურის შენობა კი სამხედრო ბაზად არის გადაქცეული. უკრაინის შეიარაღებული ძალები ვერ უპასუხებენ ამ თავდასხმებს სადგურის დაზიანებისა და მასზე ავარიის სერიოზული რისკის გარეშე.

მეტი:   "ზამთარს გადავიტანთ და ევროპა გაცილებით ძლიერი გამოვა ამ კრიზისიდან" - მაია სანდუ

საპასუხოდ, მოსკოვი ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მისამართით სროლაში უკრაინის არმიას ადანაშაულებს. რუსეთის საგარეო უწყებაში მომხდარს „ბირთვული ტერორიზმი“ უწოდეს.

გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე რუსეთს სამხედროების ზაპოროჟიეს სადგურიდან გაყვანისკენ მოუწოდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ბონი ჯენკინსმაც.

“ზაპოროჟიეს სადგურზე შექმნილი ვითარების მიზეზი საიდუმლო არ არის. ეს არის რუსეთის ფედერაციის გადაწყვეტილების ერთ-ერთი ტრაგიკული შედეგი მისი სუვერენული მეზობლის, უკრაინის ტერიტორიაზე შეჭრაზე”, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ბონი ჯენკინსმა შეხვედრაზე.

მეტი:   "ევროკავშირი არ დაუშვებს, რომ უკრაინას იარაღი ამოეწუროს" - ჯოზეფ ბორელი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ხუთშაბათს გამოაცხადა, რომ მხარს უჭერს უკრაინის წინადადებას დემილიტარიზებული ზონის შექმნის შესახებ ატომურ ელექტროსადგურზე და მის გარშემო.

- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“ეს არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ” – ლაშა ტუღუში “ხალხის ძალის” წარდგენილ კანონპროექტზე

(ACCnews) "ეს კანონი არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ," - განაცხადა "ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენელმა ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბარში,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img