Friday, March 24, 2023

GORBI-ის კვლევის მიხედვით, მმართველ პარტიას ხმას მისცემდა გამოკითხულთა 52%

მთავარი

(ACCnews) საზოგადოებრივი აზრის კვლევის ცენტრ GORBI-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, კითხვაზე, „დღეს რომ ტარდებოდეს საპარლამენტო არჩევნები, რომელ პარტიას მისცემდით ხმას?“, შეწონილი მონაცემებით და ალოკაციის მეთოდით პასუხები ასე გადანაწილდა: დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, „ქართულ ოცნებას“ ხმას მისცემდა გამოკითხულთა 52%, „ნაციონალურ მოძრაობას“ მხოლოდ 23%. რაც შეეხება სხვა პარტიებს, გამოკითხვის შედეგების მიხედვით, რესპონდენტთა 3-3% ამბობს, რომ ხმას მისცემდა „ლელოს“, „სტრატეგია აღმაშენებელს“, „პატრიოტთა ალიანსს“, „ევროპულ საქართველოს“, „გირჩი – მეტი თავისუფლებას“, რომელსაც 1%-ით ჩამორჩება „გირჩი“, გამოკითხულთა 2% უჭერს მხარს, ისევე როგორც ალეკო ელისაშვილის „მოქალაქეებს“. 1-1%-იანი მხარდაჭერა აქვთ „ლეიბორისტულ პარტიას“ და გახარიას პოლიტიკური მოძრაობას „საქართველოსთვის“.

მეტი:   "ვბრუნდები მკაფიო გეგმით" - ბორელი უკრაინაში ვიზიტის შემდეგ 4 პუნქტიან გეგმას ავრცელებს
მეტი:   იერმოლენკო: "პუტინი მაკბეტია"

გამოკითხულთა 4% კი ამბობს, რომ სხვა პარტიას მისცემდა ხმას.

საზოგადოებრივი აზრის კვლევა ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით საქართველოს საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრმა, GORBI-იმ ჩაატარა. ქვეყნის მასშტაბით მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევით, პირისპირ ინტერვიუს მეთოდით გამოიკითხა 2024 რესპონდენტი. საველე სამუშაოები GORBI-იმ 17-30 ნოემბერს ჩაატარა. კვლევის ცდომილების ზღვარია +/- 2.5%.

მეტი:   "ქართულ ოცნებას" არ ჰყოფნის გამბედაობა, ამერიკელებს დაუპირისპირდეს" - მოძრაობა "ხალხის ძალა"
- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“ეს არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ” – ლაშა ტუღუში “ხალხის ძალის” წარდგენილ კანონპროექტზე

(ACCnews) "ეს კანონი არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ," - განაცხადა "ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენელმა ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბარში,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img