(accnews) “წადით ომში და განდევნეთ ეს მონები! განდევნეთ დამპყრობლები!” – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ამბობს.
უკრაინის პრეზიდენტი მოქალაქეებს ბრძოლისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს და ამბობს, რომ თითოეულმა მოქალაქემ უკრაინის დასაცავად ყველაფერი უნდა გააკეთოს.
“მოვუწოდებ ყველა უკრაინელს, სადაც არ უნდა ვიყოთ. ყველაფერი გააკეთეთ ჩვენი ქვეყნის დასაცავად. ჩვენი ხალხის გადასარჩენად. იბრძოლე. წადი ომში და დაეხმარე. განდევნეთ ეს მონები! განდევნეთ დამპყრობლები! უკრაინამ რომ იცოცხლოს. და ჩვენ ყველა ერთად ვართ მასთან. თავისუფალი და მშვიდობიანი. ის, ვინც ასე ძალიან გვიყვარს. დიდება უკრაინას!” – ამბობს უკრაინის პრეზიდენტი ვიდეომიმართვაში.