Saturday, September 23, 2023

გია ვოლსკი: “საქართველო ნეიტრალიტეტზე საუბარს არ და ვერ დაიწყებს”

მთავარი

(ACCnews) “საქართველო ნეიტრალიტეტზე საუბარს არ და ვერ დაიწყებს, რადგან საკმაოდ ბევრი ენერგია და ადამიანის სიცოცხლეა ჩადებული ქვეყნის საერთაშორისო კურსის გაძლიერებაში,” – ასე უპასუხა ჟურნალისტი კითხვას პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ნეიტრალიტეტის თემაზე.

ვოლსკი თქმით, საქართველო არის ყველაზე დიდი კონტრიბუტორი ნატოს არაწევრ ქვეყნებს შორის და გადაწყვეტილებას არ უნდა იყოს მიღებული საერთაშორისო პარტნიორების გარეშე.

„ნეიტრალიტეტის თემა საკმაოდ რთულია, რადგან უკრაინასთან დაკავშირებით ვხედავთ, პროცესები როგორ ვითარდება, რა პოზიცია უკავია ნატოს, თავად უკრაინას. ჩვენი და ნატო-ს ურთიერთობის საკმაოდ გრძელი ისტორიაა. არაერთხელ გვითქვამს, რომ ბევრი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა საერთაშორისო უსაფრთხოებას ნატოსთან ერთად. საქართველო არის ყველაზე დიდი კონტრიბუტორი ნატო-ს არაწევრ ქვეყნებს შორის. ამ თემასთან დაკავშირებით კრემლის მოთხოვნაზე საუბარი რელევანტური არ იქნება.

მეტი:   "კიდევ ერთხელ გავიმეორებ, სამხრეთ ოსეთის მიერთებისთვის რუსეთი არ გეგმავს ნაბიჯების გადადგმას" - დიმიტრი პესკოვი

იმ ქვეყნებთან ერთად უნდა ჩამოვყალიბდეთ, ვისთანაც ვთანამშრომლობთ და ვისთან ერთადაც ბრძოლაში ამდენი წელი გამოვიარეთ და ვისთან ერთადაც ვაპირებთ მომავალში დგომას. აქ მთავარი და გადამჭრელი ხელისუფლების პოზიცია არ არის, ჩვენს პარტნიორებს ჩვენთან ერთად საკმაოდ მნიშვნელოვანი განხილვა მართებთ ამ თემის. როცა ნატოს წევრობაზეა ლაპარაკი, რასაკვირველია, დიდი იმედი გვაქვს, ეს გზა ჩვენი ქვეყნისთვის იქნება უსაფრთხო, რადგან ჩვენს პარტნიორებს შესწევთ უნარი, უსაფრთხოება უზრუნველყონ ჩვენი ქვეყნისთვის. შეიძლება, ნატო-ს წევრობის პროცესი დროში გაიწელოს, მაგრამ საერთაშორისო დონეზე პოზიცია ქვეყანამ არ უნდა შეცვალოს. სამწუხაროდ, ოპოზიცია პასუხისმგებლობას არ გრძნობს.

მეტი:   ირლანდიის სენატი მოუწოდებს ევროკავშირს, საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭოს

აქ ოპოზიციის აზრი მნიშვნელოვანი არ არის, აქ სახელმწიფოებრივი თემებია, რის გამოყენებასაც ოპოზიცია სათავისოდ გამოყენებას ცდილობს. არის საკითხები და არა მხოლოდ ნატო, არამედ რეგიონალური და საერთაშორისო უსაფრთხოება, პარტნიორებთან ერთად უნდა გადაწყდეს.

მეტი:   ვოლოდიმირ ზელენსკი: განვიხილეთ უკრაინასა და დიდ ბრიტანეთს შორის თავდაცვითი თანამშრომლობა

საქართველო ნეიტრალიტეტზე საუბარს არ და ვერ დაიწყებს, რადგან საკმაოდ ბევრი ენერგია და ადამიანის სიცოცხლეა ჩადებული ამ საერთაშორისო კურსის გაძლიერებაში“, – განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისათვის, უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე, საზოგადოება აქტიურად განიხილავს საქართველოს სამომავლო პოლიტიკურ არჩევანს. ნეიტრალიტეტზე საუბარი განსაკუთრებით აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მზად არის განიხილოს ნეიტრალიტეტის საკითხი.

- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“ეს არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ” – ლაშა ტუღუში “ხალხის ძალის” წარდგენილ კანონპროექტზე

(ACCnews) "ეს კანონი არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ," - განაცხადა "ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენელმა ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბარში,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img