Thursday, February 2, 2023

“ეს ომი საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ უკრაინას, არამედ მთელი ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურას” – ირაკლი ღარიბაშვილი

მთავარი

(ACCnews) “მთელი წლის მთავარი მოვლენა, მთავარი პრობლემა და გამოწვევა მთელი მსოფლიოსთვის ეს არის ომი უკრაინაში, რუსეთის გაუმართლებელი სამხედრო აგრესია, რომელმაც თავდაყირა დააყენა მთელი მსოფლიო წესრიგი,” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ელჩების კონფერენციის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს საელჩო და პირადად ელჩი უკრაინაში ბოლო წუთამდე ასრულებდნენ დაკისრებულ მოვალეობას.

მეტი:   რუსეთ-უკრაინის ომი ყველას გვეხება და სერიოზულ ცვლილებებს მოიტანს - მევლუთ ჩავუშოღლუ

“მინდა რამდენიმე სიტყვით შევაჯამო წლევანდელი წელი თქვენთან ერთად. მთელი წლის მთავარი მოვლენა, მთავარი პრობლემა და გამოწვევა მთელი მსოფლიოსთვის ეს არის ომი უკრაინაში, რუსეთის გაუმართლებელი სამხედრო აგრესია, რომელმაც თავდაყირა დააყენა მთელი მსოფლიო წესრიგი.

ჩვენი საელჩო და პირადად ბატონი ელჩი უკრაინაში, ბოლო წუთამდე, მაშინ, როდესაც სხვა ქვეყნების საელჩოები ტოვებდნენ კიევს, ჩვენი საელჩო ბოლო წუთამდე ასრულებდა დაკისრებულ მოვალეობას. მე მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს საელჩოს, ჩვენს ელჩს უკრაინაში, თითოეულ თანამშრომელს.

მეტი:   ოფიციალური თბილისი, უკრაინის დაზვერვის სამსახურის განცხადებაზე განმარტებებს ითხოვს

ჩვენთვის ყველასთვის დიდი გამოწვევაა დღეს მიმდინარე მოვლენები. ჩვენი გაცხადებული სურვილია, რომ ეს ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს, ვინაიდან, ეს ომი საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ თავად უკრაინას, არამედ მთელი ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურას, ჩვენს რეგიონს და ბუნებრივია, ამ ომს და მის შედეგებს გავლენა ექნება არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაზე, არამედ მთელს მსოფლიოზე.

მეტი:   ემანუელ მაკრონი: "საფრანგეთი არ გამოიყენებს ბირთვულ იარაღს რუსეთის წინააღმდეგ, თუ ის უკრაინაზე ატომურ დარტყმას განახორციელებს"

ამიტომ, აუცილებელია ამ კონფლიქტის, ამ ომის დროულად დასრულება. ეს არის ჩვენი სურვილი. მე მინდა კიდევ ერთხელ ვუსურვო ჩვენს უკრაინელ მეგობრებს, უკრაინელ ხალხს მშვიდობა, ამ ომის სწრაფად დასრულება. ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს მხარდაჭერას უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის და მათი სუვერენიტეტის მიმართ,” – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

ანდრეი კასიანოვის ცნობით, უკრაინამ საქართველოს 2008 წლის ომის დროს გადაცემული „ბუკის“ სარაკეტო კომპლექსების დაბრუნება სთხოვა

(ACCnews) "უკრაინამ საქართველოს 2008 წლის ომის დროს გადაცემული „ბუკის“ სარაკეტო კომპლექსების დაბრუნება სთხოვა" - ამის შესახებ საუბარია საქართველოში უკრაინის...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img