Saturday, September 23, 2023

“არასდროს შევეგუებით დანაშაულებრივ ოკუპაციას, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს ერთმანეთისგან ყოფს” – პრემიერი

მთავარი

(ACCnews) “6 წელი გავიდა საოკუპაციო ხაზთან ქართველი პატრიოტის, გიგა ოთხოზორიას სასტიკი მკვლელობიდან. აფხაზეთიდან დევნილი, ახალგაზრდა კაცი საოკუპაციო რეჟიმმა იმსხვერპლა. მკვლელები სასჯელს ვერ გაექცევიან. ჩვენ ვიყენებთ ყველა შესაძლო სამართლებრივ და დიპლომატიურ ინსტრუმენტს იმისათვის, რომ დამნაშავეებმა კანონის სრული სიმკაცრით აგონ პასუხი.” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ “ფეისბუქში” წერს.

მეტი:   ნატო აღმოსავლეთ ევროპაში დამატებით ჯარს განათავსებს – NATO-ს განცხადება
მეტი:   საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ოფიციალური ვიზიტით მოლდოვას ეწვევა

მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ ქვეყანა არასოდეს შეეგუება დანაშაულებრივ ოკუპაციას.

მეტი:   "რუსეთი ბირთვულ იარაღს მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიყენებს, თუ მის არსებობას საფრთხე დაემუქრება" - პესკოვი

“ჩვენ არასდროს შევეგუებით დანაშაულებრივ ოკუპაციას, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს ერთმანეთისგან ყოფს და ყველაფერს გავაკეთებთ მის მშვიდობიანად დასასრულებლად.”- ნათქვამია განცხადებაში.

- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“ეს არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ” – ლაშა ტუღუში “ხალხის ძალის” წარდგენილ კანონპროექტზე

(ACCnews) "ეს კანონი არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ," - განაცხადა "ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენელმა ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბარში,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img