Wednesday, September 27, 2023

პრემიერი: “ქვეყანაში გამოწვევაა ინფლაცია, ფასების ზრდა, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში”

მთავარი

(ACCnews) პრემიერ-მინისტრი ირწმუნება – “საწვავის ფასის ზრდასთან დაკავშირებით გუშინ გამართული საპროტესტო აქცია “ნაცმოძრაობის” მიერ იყო ორგანიზებული.” – როგორც მან მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ხელისუფლების ოპონენტები ცდილობენ, რომ მოქალაქეები საწვავის ფასების და ინფლაციის საკითხზე შეცდომაში შეიყვანონ.

“მინდა შევეხო საკითხს, რომელიც საწვავის ფასებს უკავშირდება. გუშინ ჩვენ ვნახეთ, რომ გარკვეული აქციები იყო ორგანიზებული, რომლის უკან, პირდაპირ უნდა ითქვას, რომ “ნაცმოძრაობა” იდგა. მესმის, რომ ჩვენს მოქალაქეებს ძალიან აწუხებთ ფასები. ყველანი ვართ დაინტერესებული, რაც შეიძლება შევუმსუბუქოთ მოქალაქეებს გაზრდილი ფასები და წნეხი, რომელიც ამ კრიზისიდან გამომდინარეობს.

მეტი:   (ვიდეო) სად არის "პირველი არხის" რედაქტორი? - რუსული მხარე ინფორმაციას მკაცრად ასაიდუმლოებს

ზოგადად, ინფლაციას როცა ვახსენებთ, მინდა მოქალაქეებს გავახსენო, რომ კოვიდ პანდემიით გამოწეული ეკონომიკური კრიზისის ფონზე, ინფლაციის მაჩვენებელმა არაერთ ქვეყანაში, არამხოლოდ პროგნოზირებულს გადააჭარბა, არამედ უმეტეს შემთხვევაში, ათწლეულების რეკორდულ დონეს მიაღწია. მაგალითად, აშშ-ში 40 წლის რეკორდული მაქსიმუმი დაფიქსირდა, გერმანიაში ინფლაცია არის ბოლო 29 წლის მაქსიმუმზე,” – განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველო სხვა ქვეყნების მსგავსად გამონაკლისი ვერ იქნება.

“ქვეყანაში გამოწვევა არის ინფლაცია, ფასების ზრდა, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში. ბუნებრივია, საქართველო გამონაკლისი ვერ იქნება,  იმიტომ, რომ პატარა ქვეყანა ვართ, მცირე ეკონომიკით და მიერთებული ვართ მსოფლიო ბაზარს. რაც აშშ-ში, ევროპაში ხდება, რა თქმა უნდა, ჩვენზეც აისახება. პანდემიამ თავდაყირა დააყენა მთელი მსოფლიო, ახლა დაემატა ეს ტრაგედია – ომი. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ასეთი მასშტაბის ომი ევროპაში არ ყოფილა. ბუნებრივია, ამას გავლენა ექნება ყველასა და ყველაფერზე, ფასებზე, ეკონომიკაზე. ამიტომ, ამას კარგად გააზრება და ჩვენი მოქალაქეებისთვის კარგად ახსნა სჭირდება,” – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მეტი:   "საქართველო აშშ-ის მეგობრობას 30 წელი ვაშენებდით, ვიხსენებთ განვლილს და ვიყურებით წინ იმისკენ, რასაც ერთობლივად გავაკეთებთ" - კელი დეგნანი

ღარიბაშვილმა “ნაცმოძრაობას” მათი მმართველობის დროს არსებული წლიური ინფლაციის დონე გაახსენა.

მეტი:   "ქართველი ხალხი ნატოს მომხრედ რჩება, პრობლემა ოლიგარქია, ბიძინა ივანიშვილი, რომელიც პროცესებს კულისებიდან მართავს"- დევიდ კრამერი

“არ მინდა შედარება გავაკეთო წინა მთავრობასთან, მაგრამ ვინაიდან ოპონენტები ასე უპასუხისმგებლოდ საუბრობენ და ცდილობენ მოქალაქეები შეცდომაში შეიყვანონ, მინდა მათ შევახსენო, რომ მათ პერიოდში წლიური ინფლაცია მაგალითად, 2011 წლის მაისში 14.3% იყო,” – განაცხადა ღარიბაშვილმა.

რაც შეხება გაზის ფასებს, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ევროპაში გაზის ფასი მკვეთრად გაზრდილია.

“მთელ ევროპაში ყველაზე იაფი ღირს საქართველოში გაზი, აზერბაიჯანის შემდეგ. ამიტომ, ყველას გთხოვთ, ასეთ კრიზისულ ვითარებაში მეტი პასუხისმგებლობა გამოვიჩინოთ და მოქალაქეებს შეცდომაში ნუ შევიყვანთ ,” – განაცხადა ღარიბაშვილმა.

- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“ეს არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ” – ლაშა ტუღუში “ხალხის ძალის” წარდგენილ კანონპროექტზე

(ACCnews) "ეს კანონი არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ," - განაცხადა "ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენელმა ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბარში,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img