(ACCnews) გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ანალენა ბერბოკის განცხადებით, გერმანია მიმდინარე წლის ბოლომდე რუსული ნავთობის იმპორტზე უარს იტყვის.
“ზაფხულისთვის ორჯერ შევამცირებთ ნავთობს, ხოლო წლის ბოლოსთვის ნულზე იქნება. შემდეგი იქნება გაზი,” – განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
აღსანიშნავია, რომ გერმანიამ უკვე უარი თქვა გაზსადენ ჩრდილოეთ ნაკადი 2-ის პროექტზე.
ცნობისთვის, უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, რუსეთისგან ნავთობისა და გაზის ყიდვა პირდაპირ ომის დაფინანსებაა.
შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსული ნავთობის იმპორტზე უარი რამდენიმე კვირის წინ თქვა. რაც შეეხება დიდ ბრიტანეთს, როგორც გაერთიანებული სამეფოში აცხადებენ, ბრიტანეთი ეტაპობრივად წლის ბოლომდე შეწყვეტს რუსული ნავთობის იმპორტს.