Saturday, September 23, 2023

“სანქციების არ დაწესება, სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებაა” – ანტონ გერაშჩენკო

მთავარი

(ACCnews) “ივანიშვილი რუსეთისგან მართულია, სანქციების არ დაწესებაც ამას უკავშირდება,” – ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა ანტონ გერაშჩენკომ “ფორმულასთან” განაცხადა.

“საქართველოს არ სურს სანქციებს შეუერთდეს რუსეთის წინააღმდეგ. ეს სავარაუდოდ ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებაა, ვინაიდან ის რუსეთის გავლენების ქვეშაა. ჩვენ არ ვართ კმაყოფილი საქართველოს პოზიციით. ჩვენ გვჭირდება სოლიდარობა. ვიცი, რომ ქართველ ხალხს ძალიან უყვარს უკრაინა. ბევრი ქართველი იბრძვის ჩვენ გამო. ვიცი ბახვა [ჩიქობავა], რომელიც რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში დაიღუპა. ბიძინა ივანიშვილი არის რუსეთისგან მართული, მიხეილ სააკაშვილი კი პუტინის მტერი. ახლა ომის დროს მე არ მაქვს იმედი, რომ ივანიშვილს მისცემენ უფლებას, რომ სააკაშვილი გადმოგვცენ. სააკაშვილი არის ლიდერი, რომელიც ახლა ზის ციხეში, რუსეთის ბრძანებით,” – განაცხადა უკრაინის შს მინისტრმა.

მეტი:   პუტინს სახელმწიფო გადატრიალების შიშის გამო, შეიარაღებული ძალების ელიტარული ქვედანაყოფი მოსკოვში გადაჰყავს
- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“ეს არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ” – ლაშა ტუღუში “ხალხის ძალის” წარდგენილ კანონპროექტზე

(ACCnews) "ეს კანონი არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ," - განაცხადა "ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენელმა ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბარში,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img