Saturday, September 23, 2023

“საქართველოს ხელისუფლება უკრაინაში ომის თემით სპეკულირებს” – უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო

მთავარი

(ACCnews) “უკრაინა არასოდეს ჩარეულა და არც გეგმავს საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევას”, – ასე ეხმაურება უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, ოლეგ ნიკოლენკო სოციალურ ქსელში “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ “უკრაინის ხელისუფლება პირდაპირ იყო ჩართული სააკაშვილის საქართველოში გამოგზავნის სპეცოპერაციაში, რაც საბედნიეროდ ჩავარდა”.

მეტი:   Reuters: დიდი ბრიტანეთი და მისი მოკავშირეები უკრაინაში უფრო მეტი ლეტალური იარაღის გაგზავნაზე შეთანხმდნენ

ნიკოლენკოს თქმით, საქართველოს ხელისუფლება უკრაინაში ომის თემით სპეკულირებს, რათა რათა მიაღწიოს ვიწრო შიდა პოლიტიკურ მიზნებს.

“საქართველოს მმართველი პარტიის ლიდერმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის მოსვლა უკრაინის სპეცოპერაცია იყო თბილისის ომში ჩართვის მიზნით.

ასეთი სახის ჭორებს ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსი საქართველოში, ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებზე პასუხისმგებლობისგან თავის დასაღწევად ავრცელებს.

მეტი:   საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საემიროებს შორის უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ამოქმედდა

უკრაინა არასოდეს ჩარეულა და არც გეგმავს საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევას.

ღრმად იმედგაცრუებული ვართ, რომ საქართველოს ხელისუფლება სპეკულირებს უკრაინაში ომის თემაზე, რათა მიაღწიოს ვიწრო შიდა პოლიტიკურ მიზნებს.

ჩვენ განვაახლებთ ჩვენს მოწოდებას მიხეილ სააკაშვილთან წვდომის უზრუნველსაყოფად უკრაინის უმაღლესი რადას ადამიანის უფლებათა კომისართან, დმიტრო ლუბინეცთან.

მეტი:   რაგბი თქვენი თამაშია! - ამ სიტყვებით მიულოცა აშშ-ის საელჩომ საქართველოს ნაკრებს

ასევე მოგიწოდებთ უკრაინის მოქალაქეს გაუწიოთ სათანადო სამედიცინო დახმარება, ასევე დააკმაყოფილოთ სასჯელის გადავადების მოთხოვნა შემდგომი მკურნალობისთვის უკრაინის, დასავლეთ ევროპის ან ამერიკის ერთ-ერთ კლინიკაში გადაყვანის მიზნით,” – წერს ოლეგ ნიკოლენკო.

- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“ეს არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ” – ლაშა ტუღუში “ხალხის ძალის” წარდგენილ კანონპროექტზე

(ACCnews) "ეს კანონი არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ," - განაცხადა "ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენელმა ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბარში,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img