(ACCnews) “გირჩი-მეტი თავისუფლების” წევრებმა, საქართველოს სამხედრო გზაზე, რუსეთიდან შემოსულებისთვის, საინფორმაციო პერფორმანსი გამართეს. ამის შესახებ ინფორმაციას “გირჩი- მეტი თავისუფლება” პარტიის ოფიციალური გვერდის საშუალებით ავრცელებს.
ცნობისათვის, რუსეთის ჯარის უკრაინაში შესვლიდან უკვე 33 დღე გავიდა. ბოლო მონაცემებით ორივე მხარეს არის ათასობით მსხვერპლი. უკრაინას უკვე ჰყავს 4 მილიონამდე ლტოლვილი. რუსეთს უკრაინაში შეღწევის გამო აშშ-მ, ევროკავშირის ქვეყნებმა, გაერთიანებულმა სამეფომ, იაპონიამ და ავსტრალიამ სანქციები დაუწესა.