Saturday, September 23, 2023

რა მიიღო პუტინმა? – მამუკა გამყრელიძის ანალიზი

მთავარი

(ACCnews) უკრაინა-რუსეთის ომსა და ამ ომში რუსეთის მიერ მიღებულ შედეგებს აფასებს სოციალურ ქსელში „ევროპელი დემოკრატების“ გენერალური მდივანი მამუკა გამყრელიძე. გამყრელიძე რამდენიმე კონკრეტულ ფაქტს ასახელებს, რაც რუსეთმა ომის შედეგად მიიღო.

„ჩამოვყაროთ “იტოგში” პუტინმა რა მიიღო:

1. უკრაინის “დენაციფიკაციის” ნაცვლად ერთ მუშტად შეკრული ნაცია;

2. დემილიტარიზაციის ნაცვლად კბილებამდე შეიარაღებული და ომში გამობრძმედილი ჯარი;

მეტი:   "საზარელ სცენარს, რომელსაც უკრაინაში ვხედავთ, ერთი ავტორი ჰყავს, იგი სამხედრო დამნაშავეა" - ჯო ბაიდენი

3. უკრაინის რუსულენოვანი მოსახლეობისგან ყვავილების ნაცვლად პანღური;

4. ნატოს აღმოსავლეთით გაფართოების შეჩერების ნაცვლად შვედეთი და ფინეთი ნატოს წევრობის პერსპექტივით;

5. დემორალიზებული ჯარი და დახოცილი გენერლები;

6. ათასობით განადგურებული სხვადასხვა სამხედრო ტექნიკა, რომლის ჩანაცვლების საშუალება არ აქვს;

7. გაშიშვლებული კორუფცია და ინტელექტუალური პრობლემები ჯარსა და დაზვერვაში;

8. პრობლემები სამხედრო ტექნოლოგიებში და მაკომპლექტებელ ნაწილებში;

მეტი:   პუტინი "აზოვსტალიდან" მოქალაქეების ევაკუაციაში გაეროსა და წითელი ჯვრის მონაწილეობას დათანხმდა

9. პრობლემები ეკონომიკასა და ფინანსებში;

10. განადგურებული რეპუტაცია;

11. უბრალო ადამიანების ზიზღი და მიუღებლობა მსოფლიოს ყველა ქვეყანაში.

12. საკუთარი მესიანური იდეოლოგიის სრული კრახი, დამცირება და ისტორიაში მკვლელის სახელით შესვლა.

და ეს მაშინ, როცა ჰქონდა პატივისცემა, უზარმაზარი პოლიტიკური გავლენა, განუსაზღვრელი ფინანსური შესაძლებლობები.

აი, რათა მერე, რათა?“ – წერს მამუკა გამყრელიძე.

მეტი:   დე-ფაქტო ე.წ. პრეზიდენტმა ბიბილოვმა ე.წ. არჩევნებში დამარცხება აღიარა

ცნობისათვის, უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი რუსეთმა 24 თებერვალს დაიწყო. ამ დროის შემდეგ იბომბებოდა არა მხოლოდ სამხედრო ობიექტები, არამედ სამშობიაროები, საავადმყოფოები, საბავშვო ბაღები და მშვიდობიანი მოსახლეობის საცხოვრებელი სახლებიც. ქალაქ ბუჩიდან რუსული სამხედრო ძალების გასვლის შემდეგ უკრაინულმა მხარემ აღმოაჩინა 10-ობით მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი. ამ ომში 190-ზე მეტი ბავშვია მოკლული.

- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“ეს არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ” – ლაშა ტუღუში “ხალხის ძალის” წარდგენილ კანონპროექტზე

(ACCnews) "ეს კანონი არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ," - განაცხადა "ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენელმა ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბარში,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img