(ACCnews) “სარკასტული საუბარი, რომ თუ დეკემბრამდე საქართველო რუსეთთან ომში ჩაერთვება, მაშინ ქვეყანა მიიღებს სტატუსს, პროცესისთვის სასარგებლო არ არის, არამედ აჩენს კითხვებს, ხომ არ არიან ისინი სრულიად განსხვავებულ გზაზე”- ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მაიკლ გალერმა განაცხადა.
ევროპარლამენტარმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველომ ყურადღება უნდა გაამახვილოს ევროპული კომისიის დასკვნაში წარდგენილი 12 პუნქტის შესრულებაზე, რის შემდეგაც ქვეყანა კანდიდატის სტატუსს მიიღებს.
მანვე განაცხადა, რომ ქვეყანას პოლიტპატიმრები ჰყავს და ხელისუფლებას მათ გათავისუფლებისკენ მოუწოდა.
“არასდროს არის ძალიან გვიანი წარსულის შეცდომების გამოსწორება პოლიტიზებულ მართლმსაჯულებასთან დაკავშირებით. ეს განსაკუთრებით ეხება ნიკა გვარამიას, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დირექტორის საქმეს, რომელიც ეფუძნება საეჭვო ბრალდებებს. საქმე ფართოდ აღიქმება, როგორც მთავრობის მიმართ კრიტიკული მედიის გაჩუმების მცდელობა,”- აღნიშნა ევროპარლამენტარმა.
მან საქართველოს ყოფილ პრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზეც ისაუბრა რა აღნიშნა, რომ ის ახლავე უნდა გათავისუფლდეს.
„საქართველოს ხელისუფლება პასუხისმგებელია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და ის ახლავე უნდა გათავისუფლდეს, რომ არ დაიღუპოს ციხეში“, – აღნიშნა ევროპარლამენტარმა.