Sunday, January 29, 2023

“არავის ეპატიება ქვეყნის ინტერესზე მაღლა დადგომა!” – გიორგი გახარია ევროპარლამენტის რეზოლუციაზე

მთავარი

(ACCnews) “არავის ეპატიება ქვეყნის ინტერესზე მაღლა დადგომა, ქვეყნის ეროვნული ინტერესების მტრობა მძიმე ფასი დაუჯდება ყველას და ამ პასუხისმგებლობას ვერავინ გაექცევა,” – ასე ეხმიანება პარტია “საქართველოსთვის” ლიდერი გიორგი გახარია სოციალურ ქსელში ევროპარლამენტის რეზოლუცია.

როგორც გახარია “ფეისბუკში” წერს, ევროპარლამენტის რეზოლუცია მძიმეა საქართველოსთვის არაერთ ასპექტში, თუმცა, სანამ ხელისუფლება და ნაციონალური ოპოზიცია ცდილობს რეზოლუციის მთავარ გზავნილად ერთი კაცის სანქცირება და მეორე კაცის პატიმრობა წარმოაჩინოს, სახელმწიფოსთვის მთავარს ვკარგავთ.

მეტი:   "უსაფრთხოების კუთხით, საქართველოსა და უკრაინას მსგავსი გამოწვევები აქვთ" - დავით ზალკალიანი

მისივე თქმით, რეალური საფრთხეა, რომ ქვეყნის ევროპული პერსპექტივა, რისთვისაც იბრძოდნენ ჩვენი წინაპრები და რაზეც ოცნებობენ ჩვენი შვილები, ხელიდან იქნეს გაშვებული.

“ევროპარლამენტის რეზოლუცია მძიმეა საქართველოსთვის არაერთ ასპექტში, თუმცა, სანამ ხელისუფლება და ნაციონალური ოპოზიცია ცდილობს რეზოლუციის მთავარ გზავნილად ერთი კაცის სანქცირება და მეორე კაცის პატიმრობა წარმოაჩინოს, ვკარგავთ სახელმწიფოსთვის მთავარს:

ევროპარლამენტმა ევროკავშირის ინსტიტუტებს უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის უპირობოდ მინიჭებისკენ, ხოლო საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად მუშაობისკენ მოუწოდა!

მეტი:   „ძალიან უსიამოვნოა ევროპარლამენტის კრიტიკული შეფასების ნახვა" - ნათია მეზვრიშვილი

დღეს ჩვენთვის ყველაზე დიდი საფრთხეა, საქართველო მოწყდეს უკრაინას და მოლდოვას, რომლებთან ერთადაც წლების განმავლობაში, „ასოცირებული ტრიოს“ ფარგლებში, ევროკავშირის გაფართოების საკითხი განიხილებოდა და სადაც საქართველო უპირობო ლიდერი იყო.

რეალური საფრთხეა, რომ ქვეყნის ევროპული პერსპექტივა, რისთვისაც იბრძოდნენ ჩვენი წინაპრები და რაზეც ოცნებობენ ჩვენი შვილები, ხელიდან იქნეს გაშვებული.

მეტი:   კიევში, დრონებით თავდასხმის შედეგად, ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები დაზიანდა

“ოცნება” მზად არის ნებისმიერი ფასად ძალაუფლება შეინარჩუნოს, ხოლო ნაციონალური ოპოზიცია მზად არის ნებისმიერი ფასად ძალაუფლება დაიბრუნოს. ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, უნდა გავერთიანდეთ ქვეყნის გადასარჩენად და ნებისმიერ ფასად ჩვენს შვილებს თავისუფლება და ევროპული მომავლის პერსპექტივა შევუნარჩუნოთ!

არავის ეპატიება ქვეყნის ინტერესზე მაღლა დადგომა! ქვეყნის ეროვნული ინტერესების მტრობა მძიმე ფასი დაუჯდება ყველას და ვერავინ ამ პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა!”- წერს გიორგი გახარია.

- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

ანდრეი კასიანოვის ცნობით, უკრაინამ საქართველოს 2008 წლის ომის დროს გადაცემული „ბუკის“ სარაკეტო კომპლექსების დაბრუნება სთხოვა

(ACCnews) "უკრაინამ საქართველოს 2008 წლის ომის დროს გადაცემული „ბუკის“ სარაკეტო კომპლექსების დაბრუნება სთხოვა" - ამის შესახებ საუბარია საქართველოში უკრაინის...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img