Friday, March 24, 2023

“რუსი დამპყრობლები ქალაქ კრემენაიაში შევიდნენ, დაიწყო ქუჩის ბრძოლები” – სერგეი გაიდაი

მთავარი

(ACCnews) რუსი დამპყრობლები ლუგანსკის რაიონის ქალაქ კრემენაიაში შევიდნენ, დაიწყო ქუჩის ბრძოლები. –  ინფორმაციას ლუგანსკის რაიონული სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი სერგეი გაიდაი ავრცელებს.

გაიდაის ინფორმაციით, მოსახლეობის ევაკუაცია ამ ეტაპზე შეუძლებელია.

მეტი:   "ვინ წარადგენს რუსეთს შესაძლო მოლაპარაკებებზე მომავალში? მე გეტყვით, ისინი, ვინც თქვენ უკვე მოგატყუათ" - ოლექსეი რეზნიკოვი რუს ოფიცრებს მიმართავს

მისი თქმით, კრემენის საარტილერიო დაბომბვა 24 საათის განმავლობაში გაგრძელდა, ცეცხლი მოეკიდა 7 საცხოვრებელ სახლს. გარდა ამისა, ოკუპანტებმა დარტყმა განახორციელეს სპორტკომპლექს „ოლიმპზე“.

„რამდენიმე საათის წინ რუსების ჭურვები მოხვდა სპორტული ინფრასტრუქტურის ადგილობრივ ობიექტებს. უფრო კონკრეტულად, ცოტა ხნის აშენებულ სპორტკომპლექს „ოლიმპს“, სადაც ჩვეულებრივ უკრაინის ოლიმპიური ნაკრების წარმომადგენლები ვარჯიშობდნენ“,- განაცხადა მან.

მეტი:   "რუსეთის შემდგომი ქმედებები დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი რეაგირება ექნება მსოფლიოს" - დმიტრო კულება

ცნობისთვის, რუსეთის ჯარის უკრაინაში შესვლიდან უკვე 54 დღე გავიდა. ბოლო მონაცემებით ორივე მხარეს არის ათასობით მსხვერპლი. უკრაინას უკვე ჰყავს 4 მილიონზე მეტი ლტოლვილი. რუსეთს უკრაინაში შეღწევის გამო აშშ-მ, ევროკავშირის ქვეყნებმა, გაერთიანებულმა სამეფომ, იაპონიამ და ავსტრალიამ სანქციები დაუწესა.

მეტი:   “ბირთვული იარაღის გამოყენება საბოლოოდ გამოირიცხა, სხვა კოზირი ოკუპანტებს აღარ რჩებათ“ - მიხეილ სააკაშვილი
- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“ეს არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ” – ლაშა ტუღუში “ხალხის ძალის” წარდგენილ კანონპროექტზე

(ACCnews) "ეს კანონი არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ," - განაცხადა "ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენელმა ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბარში,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img