(ACCnews) გაერო-ს უშიშროების საბჭომ „უკრაინის ტერიტორიაზე აშშ-ის სამხედრო ბიოლოგიურ აქტივობასთან“ დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ რუსეთის რეზოლუციის პროექტს მხარი არ დაუჭირა.
პროექტს მხარი დაუჭირეს რუსეთმა და ჩინეთმა, ათმა არამუდმივმა წევრმა – ირლანდიამ, ნორვეგიამ, ალბანეთმა, ინდოეთმა, ბრაზილიამ, მექსიკამ, კენიამ, განამ, გაბონმა და არაბეთის გაერთიანებული საემიროებმა კი თავი შეიკავეს.
მანამდე რუსეთმა უშიშროების საბჭოში შეიტანა რეზოლუციის პროექტი კომისიის შექმნის შესახებ, რომელსაც უკრაინაში აშშ-ის ბიოლოგიური ლაბორატორიების საქმიანობა უნდა გამოეძიებია.
აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ მარტში, რუსეთის დელეგაციამ გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია და „უკრაინის ტერიტორიაზე აშშ-ის სამხედრო ბიოლოგიური აქტივობების შესახებ“ ინფორმაცია მიაწოდა.