Saturday, June 3, 2023

საფრანგეთში საქართველოს პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტი გრძელდება

მთავარი

(ACCnews) პრეზიდენტმა, “დემოკრატიის მსოფლიო ფურუმის” ფარგლებში, შეხვედრა გამართა ისლანდიის პრემიერ-მინისტრ კატრინ იაკობსდოტირთან, რომელთანაც ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების საკითხები განიხილა.

ისლანდიის პრემიერმა შეხვედრისას ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობის ფარგლებში, ისლანდიის საქმიანობის პრიორიტეტები დაასახელა: გენდერული თანასწორობა, ბავშვთა უფლებები, კლიმატის ცვლილების საკითხი.

მეტი:   უკრაინელი დეპუტატის ცნობით, საფრანგეთი თანახმაა, რუსეთი SWIFT-დან გათიშონ

როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, გენდერული საკითხები საქართველოსთვისაც მნიშვნელოვანია და ის ევროკავშირის 12 რეკომენდაციაშიცაა მოცემული.

საუბარი შეეხო ასევე საქართველოს ევროპული პერსპექტივის მინიჭების საკითხს. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველოს მოსახლეობის 80 პროცენტი მხარს უჭერს ქვეყნის ევროინტეგრაციას და ეს საქართველოს კონსტიტუციაშიცაა გაწერილი.

მეტი:   "აღვნიშნავთ 26 მაისს და ვიხსენებთ ყველას, ვინც იბრძოდა, ჩვენამდე მოიტანა ეს დღე, შეინარჩუნა ჩვენი თვითმყოფადობა და თავისუფლება" - პრეზიდენტი

საუბარი შეეხო რეგიონში შექმნილ მდგომარეობასა და უკრაინაში მიმდინარე ომს. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, პატარა სახელმწიფოებმა ერთიანი ძალისხმევით უნდა დავიცვათ საკუთარი ინტერესები, რათა მათი ხმა იყოს გაგონილი და გათვალისწინებული.

პრეზიდენტი ასევე შეეხო ბიომრავალფეროვნების დაცვის მნიშვნელობას და რამდენად მნიშვნელოვანია ის, რომ სწორედ ამ კუთხით ითანამშრომლონ პატარა სახელმწიფოებმა.

მეტი:   საქართველოში ილჰამ ალიევის ვიზიტი დაიწყო

პრეზიდენტმა და პრემიერმა ხაზი გაუსვეს ტურიზმის სფეროს განვითარების მნიშვნელობას  ორივე ქვეყნისთვის და ამ სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების საკითხს.

პრეზიდენტმა პრემიერი თბილისის ქალთა საერთაშორისო კონფერენციაზე მოიწვია, რომელიც მისი ინიციატივით დაფუძნდა და  თბილისში მომავალ წელს მეორედ ჩატარდება.

- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“ეს არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ” – ლაშა ტუღუში “ხალხის ძალის” წარდგენილ კანონპროექტზე

(ACCnews) "ეს კანონი არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ," - განაცხადა "ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენელმა ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბარში,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img