Monday, June 5, 2023

“მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტს და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს, გაათავისუფლებ პატიმარი ჰუმანიტარულ საფუძველზე” – ანა ფოტიგა

მთავარი

(ACCnews) ევროპარლამენტარი, ანა ფოტიგა საქართველოს ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით მიმართავს. შესაბამისი განცხადება მან სტრასბურგში მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

“მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტს და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს, რომ გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტები და მოაგვარონ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ძალიან ტრაგიკული შემთხვევა ჰუმანიტარული გზით. მივმართავთ მთავრობას გაათავისუფლებ პატიმარი ჰუმანიტარულ საფუძველზე. ეს იქნება გაწერილი რეზოლუციაში, რომელსაც ევროპარლამენტი ოთხშაბათს, 14 დეკემბერს”, – განაცხადა ფოტიგამ.

მეტი:   ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე: "ესაა იუსტიციის სამინისტროს სირცხვილი - ახლა ცდილობენ იმას, რომ კვალი დამალონ და მოკლან სააკაშვილი"
მეტი:   მიხეილ სააკაშვილი: ღია წერილი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრებმა და ადვოკატმა ევროპარლამენტში პრესკონფერენცია გამართეს. პრესკონფერენციაზე იმყოფებოდნენ ედუარდ სააკაშვილი, გიული ალასანია, სანდრა რულოვსი. პრესკონფერენციაში ასევე მონაწილეობდნენ ევროპარლამენტარები ანა ფოტიგა და მირიამ ლექსმანი.

მეტი:   აშშ-ის დაზვერვა: "რუსეთი საარტილერიო საბრძოლო მასალას ჩრდილოეთ კორეისგან ყიდულობს"
- Advertisement -spot_img

1 კომენტარი

  1. ეს ქალბატონი კორუფციის მიმართულებით უნდა შემოწმდეს და მის წინააღდეგ სარჩელი უნდა შეიტანოს ევროპარლამენტში მიხოს მიერ დაზარალებულმა ადამიანებმა – ევროპარლამენტში უნდა შევიდეს დაზარალებულთა კოლექტიური სარჩელი ყველა იმ დეპუტატის მიმართ ვინც უთხოვს სისხლის სამართლის დამნაშავის ციხიდან გამოშვებას ისე რომ არანაერი ამის საბაბი არ გააჩნიათ…

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“ეს არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ” – ლაშა ტუღუში “ხალხის ძალის” წარდგენილ კანონპროექტზე

(ACCnews) "ეს კანონი არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ," - განაცხადა "ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენელმა ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბარში,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img