Saturday, June 3, 2023

გერმანიის ელჩი: “ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესი უნდა იყოს ინკლუზიური, დემოკრატიული და პლურალისტური”

მთავარი

(ACCnews) საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი პიტერ ფიშერი აცხადებს, რომ რეკომენდაციების შესრულების ხარისხის შეფასება ჯერჯერობით ნაადრევია, ვინაიდან პროცესი დაწყებულია, თუმცა, არსებობს ორი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც გათვალისწინებული უნდა იყოს.

მეტი:   სალომე ზურაბიშვილი ერევანში მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს

მისი თქმით, ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესი უნდა იყოს ინკლუზიური, დემოკრატიული და პლურალისტური.

„ორი რამ არის მნიშვნელოვანი, პირველი ის, რომ პროცესი იყოს ინკლუზიური, დემოკრატიული და პლურალისტური და მეორე ის, რომ შედეგები უნდა იყოს ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში“, – აღნიშნა ელჩმა.

მეტი:   ზელენსკიმ ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია

გერმანიის ელჩს შეკითხვა დაუსვეს საქართველო-რუსეთის საზღვარზე არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებითაც, კერძოდ, რა უნდა მოიმოქმედოს საქართველოს მთავრობამ საზღვარზე არსებული გრძელი რიგების ფონზე.

მეტი:   ამერიკელი სენატორი: "რუსეთი შესაძლოა პოლონეთის აეროპორტებს თავს დაესხას"

„ეს საქართველოს მთავრობის გადასაწყვეტია, ამაზე კომენტარი ჩემი მხრიდან გასაკეთებელი არ არის“, – აღნიშნა დიპლომატმა.

- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“ეს არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ” – ლაშა ტუღუში “ხალხის ძალის” წარდგენილ კანონპროექტზე

(ACCnews) "ეს კანონი არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ," - განაცხადა "ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენელმა ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბარში,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img