Saturday, March 25, 2023

“ვფიქრობ, რუსეთის სასტიკმა თავდასხმამ უკრაინაზე საქართველოს სტრატეგიული მდგომარეობა შეცვალა”- პეტერ ფიშერი

მთავარი

(ACCnews) “ვფიქრობ, რუსეთის სასტიკმა თავდასხმამ უკრაინაზე და ასევე ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებამ საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის შეთავაზებასთან დაკავშირებით საქართველოს სტრატეგიული მდგომარეობა შეცვალა”- ამის შესახებ გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუს დროს განაცხადა.

მისივე თქმით, 2008 წლის შემდეგ დიდი დრო გავიდა და დღეს სრულიად ახალი რეალობა გვაქვს, ვიდრე ეს იყო მაშინ.

მეტი:   "ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მეტისმეტად ოპტიმისტი ნუ იქნებით" - ავსტრიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში

„ვფიქრობ, რუსეთის სასტიკმა თავდასხმამ უკრაინაზე და ასევე ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებამ საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის შეთავაზებასთან დაკავშირებით შეცვალა სტრატეგიული ხედვა საქართველოს მიმართ და საქართველოს სტრატეგიული მდგომარეობა. 2008 წლიდან ძალიან მჭიდრო და კარგი თანამშრომლობა არსებობს ნატოსა და საქართველოს შორის. ნატო ეხმარება საქართველოს სამხედრო სფეროს მრავალი მიმართულებით: სტრატეგიის, ტაქტიკის, ოპერატიულ დარგებში. საქართველო კი ეხმარებოდა ნატოს მის მნიშვნელოვან სამშვიდობო მისიებში. ნატოს გადაწყვეტილებაში წერია, რომ საქართველო გახდება მისი წევრი, როდესაც შესაბამისი დრო დადგება. ახლა უნდა დავაკვირდეთ, როგორ განვითარდება სტრატეგიული მდგომარეობა და ვფიქრობ, ნატოსა და საქართველოს შორის კარგი თანამშრომლობის საფუძველზე ეს პროცესი ორგანულ განვითარებას პოვებს. დღეს ვერ ვიტყვი, გერმანია მომხრეა თუ წინააღმდეგი, ჩვენ პრინციპში ამის მომხრეები ვართ, ეს ნატოს გადაწყვეტილებაშიც არის აღნიშნული, დანარჩენი კი თავისთავად გამოიღებს შედეგს მომდევნო წლებში“, – განაცხადა საქართველოში გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა.

მეტი:   ანტონ გერაშჩენკო კიევზე თავდასხმაზე პუსუხისმგებლობას რუსეთთან ერთად ირანსაც აკისრებს
მეტი:   "მშვიდობიანი დემონსტრაციები არის მნიშვნელოვანი დემოკრატიული ინსტრუმენტი - ყველასთვის შეხსენება, თუ რას მოელით თქვენ პოლიტიკოსებისგან"- კარლ ჰარცელი

როგორც მან ასევე აღნიშნა, დიდი ისტორიული და სასიხარულო მომენტია, როდესაც ევროპული საბჭო საქართველოს ეუბნება, რომ სურს საქართველოს მათთან ყოფნა.

- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“ეს არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ” – ლაშა ტუღუში “ხალხის ძალის” წარდგენილ კანონპროექტზე

(ACCnews) "ეს კანონი არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ," - განაცხადა "ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენელმა ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბარში,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img