Saturday, September 23, 2023

აღდგომის კუნძულზე ხანძრის შედეგად მსოფლიოში ცნობილი ქანდაკებები დაიწვა

მთავარი

(ACCnews) აღდგომის კუნძულზე მომხდარი ხანძრის შედეგად ცნობილი ქანდაკებები დაზიანდა. ინფორმაციას BBC იუწყება. 

დაზიანებული ქანდაკებების ნაწილის აღდგენა შეუძლებელია.

ჩილეს კულტურული მემკვიდრეობის სამინისტროს ინფორმაციით, წყნარ ოკეანეში მდებარე კუნძულზე მომხდარი ხანძარი 60 ჰექტარი მიწის ფართობს მოედო.

ჩილეს ხელისუფლება ეჭვობს, რომ ხანძარი ძალით გააჩინეს. ყველაზე მეტად ვულკან რანო რარაკუს გარშემო მდებარე რაიონი დაზიანდა.

მეტი:   "საქართველო გმობს რუსეთის მხრიდან უკრაინის დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების აღიარებას" - სალომე ზურაბიშვილი

აღდგომის კუნძულზე მოაის 1000-მდე, მსოფლიოში ცნობილი ქანდაკება მდებარეობს. მათ დიდი თავები აქვთ. ქანდაკებების სიმაღლე 4 მეტრს, წონა კი 20 ტონას აღწევს. პოლინეზიურმა ტომებმა ქანდაკებები ვულკანის გაქვავებული ფერფლისგან 500 წლის წინ შექმნეს. ქანდაკებები მონოლითურია, ანუ ყველა ქანდაკება ვულკანური ქვის ერთი ნატეხისგან არის დამზადებული. მოაის ქანდაკებები იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი.

მეტი:   ერდოღანის განცხადებით, სტამბოლის ცენტრში მომხდარი აფეთქება შესაძლოა, ტერორისტული თავდასხმა იყო

რაც შეეხება იმას, თუ რას ნიშნავდა ეს ქანდაკებები რაპანუის ტომისთვის მრავალი საუკუნის წინ, მეცნიერებს განსხვავებული ვერსიები აქვთ. ყველაზე გავრცელებული – თითოეული კერპი განასახიერებდა ერთ-ერთი წინაპრის სულს.

მაგრამ არის ახალი ვერსია, რომლის მიხედვითაც რაპანუიმ ქანდაკებები მოათავსა კუნძულის ირგვლივ, ნიადაგის ნაყოფიერების გაზრდის იმედით.

მეტი:   აშშ-ის საელჩო: მწვანე ბარათის პროგრამაში რეგისტრაციის პერიოდი ცნობილია

აღდგომის კუნძული ეკუთვნის ჩილეს, თუმცა ის მდებარეობს წყნარ ოკეანეში ჩილეს სანაპიროდან 3500 კმ-ში და უახლოესი დასახლებული კუნძულიდან 2000 კმ-ში. ევროპელები ამ კუნძულს მხოლოდ მე-18 საუკუნის დასაწყისში წააწყდნენ. კუნძულის ფართობი 164 კვ.კმ-ია, ახლა მასზე რვა ათასზე ცოტა ნაკლები ადამიანი ცხოვრობს.

- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“ეს არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ” – ლაშა ტუღუში “ხალხის ძალის” წარდგენილ კანონპროექტზე

(ACCnews) "ეს კანონი არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ," - განაცხადა "ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენელმა ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბარში,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img