(ACCnews) “ჩვენ გვაქვს გეგმა მიხეილის დასახმარებლად, მაგრამ დაველოდებით საქართველოს ხელისუფლების რეაქციას,” – ასე ეხმიანება სოციალურ ქსელ “ტვიტერში” რუსი უფლებადამცველი მარკ ფეიგინი მიხეილ სააკაშვილის მიერ გაგზავნილ წერილს.
“მიხეილ სააკაშვილის წერილთან დაკავშირებით, რომელიც გუშინ გადმომცეს და ასევე მისი მოწამვლის შესახებ ტოქსიკოლოგის დასკვნასთან დაკავშირებით – ჩვენ გვაქვს გეგმა მიხეილის დასახმარებლად, მაგრამ დაველოდებით საქართველოს ხელისუფლების რეაქციას. თუ არაფერი მოხდება, დავიწყებთ მოქმედებას, მაგრამ ამ გეგმის განხორციელებაში ყველა უნდა ჩაერთოს,” – წერს მარკ ფეიგინი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა რუს უფლებადამცველს, მარკ ფეიგინს წერილი გაუგზავნა, რომელშიც ამბობს, რომ იგი პუტინის ბრძანებით მოწამლეს.
რა უფლებადამცველი რის უფლებადამცველი, ყველამ, ვინც ყირადღებით ადევნებს ამბებს თვალს, იცის რომ ეს არის კრემლის ჰიბრიდული ომის აგენტი (შეისწავლეთ მისი ბიოგრაფია!), რომელიც ოპოზიციონერის იმიჯის საფარქვეშ ახმოვანებს კრემლის გეგმებს და ასრულებს მის დავალებებს- ამჟამინდელი კრემლოს ვაი ოპოზიციის 70 – 80% არის კრემლის მიერ შექმნილი ჰობრიდული ვაი ოპოზიციონერი, რომლებიც კრემლს სჭირდება თავის ჰიბრიდულ ომებში რასაც კრემლი აწარმოებს პოსტ საბჭოთა სივრცეში – ამიტომ ნორმალურმა პრესამ უნდა შესძლოს ვაი ოპოზიციონერების გარჩევა რომ კრემლის ჰიბრიდული გეგმების ნაწილად არ იქცეს…