(ACCnews) ევროკავშირმა 2030 წლისთვის კავშირის უსაფრთხოების გაძლიერების გეგმა შეიმუშავა.
გეგმა რამდენიმე პუნქტისგან შედგება და კავშირის წევრი ქვეყნებისთვის თავდაცვის ხარჯების გაზრდას და რეგულარული საბრძოლო წვრთნების ჩატარებას მოიცავს.
➤ ჩამოვაყალიბოთ 5000 ჯარისკაცის სწრაფი განლაგების შესაძლებლობა
➤ რეგულარული საბრძოლო წვრთნების ჩატარება ხმელეთზე და ზღვაზე
➤ გამოვიყენოთ ევროპის მშვიდობის ფონდი პარტნიორების მხარდასაჭერად
➤ გაძლიერდეს დაზვერვის ანალიზის შესაძლებლობები
➤ მნიშვნელოვნად გაიზარდოს თავდაცვის ხარჯები კავშირის ყველა ქვეყნისთვის
➤ თავდაცვის სფეროში ტექნოლოგიური ინოვაციების სტიმულირება