Friday, March 24, 2023

“ევროპაში ხანგრძლივი მშვიდობა მხოლოდ რუსეთის მონაწილეობითაა შესაძლებელი” – ანგელა მერკელი

მთავარი

(ACCnews) გერმანიის ყოფილმა კანცლერმა ანგელა მერკელის განცხადებით, უკრაინაში ომის კონტექსტში რუსული მუქარის იგნორირება, როგორც ბლეფი, არ შეიძლება. ამის შესახებ მან მიუნხენში Süddeutsche Zeitung-ის 77 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ცერემონიაზე განაცხადა, წერს European Truth.

მერკელის თქმით, რუსეთის თავდასხმა უკრაინაზე იყო “ღრმა გარდამტეხი მომენტი” და რომ “ჩვენ ყველას მოგვიწოდებენ სერიოზულად მივიღოთ სიტყვები და თავიდანვე არ მივიჩნიოთ ბლეფად”.

მეტი:   "ჩვენ უნდა გადავხედოთ, თუ როგორ ვმუშაობთ აღმოსავლეთ პარტნიორებთან"- ჯოზეფ ბორელი

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპაში გრძელვადიანი მშვიდობა მხოლოდ რუსეთის მონაწილეობითაა შესაძლებელი.

„სანამ ამას არ გავაკეთებთ, ცივი ომი არ დასრულდება“, – თქვა მერკელმა.

მეტი:   აშშ-ს ელჩი საქართველოში: "სავიზო რეჟიმის შემსუბუქებას მკაცრი მოთხოვნები აქვს"

შეგახსენებთ, გერმანიის ყოფილი კანცლერი ანგელა მერკელი რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მუქარას ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ რამდენიმე დღის წინათაც გამოეხმაურა. მისი თქმით, პოლიტიკური სიბრძნე იქნებოდა ამ განცხადებების სერიოზულად მიღება. მისი თქმით, პუტინის ყველა მუქარა ბლეფად არ უნდა ჩაითვალოს.

მეტი:   ევროვიზიამ რუსი მომღერალი წლევანდელი კონკურსიდან მოხსნა

მერკელის სიტყვებს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მიუხედავად უკრაინის არმიის წარმატებული კონტრშეტევითი მოქმედებებისა, ევროპული ქვეყნებს კვლავ ეშინიათ რუსეთის.

- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“ეს არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ” – ლაშა ტუღუში “ხალხის ძალის” წარდგენილ კანონპროექტზე

(ACCnews) "ეს კანონი არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ," - განაცხადა "ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენელმა ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბარში,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img